USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
17 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 557

17 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 321-ე დღე (ნაკიან წლებში – 322-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 44 დღე.

დღის მოვლენები

  • 1558 : ელიზაბეთანური ერა იწყება - ინგლისის დედოფალ მერი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარდა ელიზაბეთ I ავიდა.
  • 1603 : ინგლისელი მკვლევარი და მწერალი სერ ვოლთერ რალეის სასამართლო პროცესი იწყება ქვეყნის ღალატის ბრალდებით.
  • 1800 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ-ის კონგრესის პირველი სხდომა ტარდება.
  • 1839 : ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერა, ობერტო, სან ბონიფაციოს კონტი, იხსნება მილანში.
  • 1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის, რომელიც ხმელთაშუა და წითელ ზღვებს აკავშირებს, გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
  • 1903 : რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია იყოფა ორ ჯგუფად: ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა). მოგვიანებით მენშევიკები უმრავლესობა, ხოლო ბოლშევიკები უმცირესობა ხდებიან.
  • 1922 : ოსმალეთის ყოფილი სულთანი მეჰმედ VI იტალიას აფარებს თავს.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჯოზეფ გრიუ, აშშ-ის ელჩი იაპონიაში, სახელმწიფო დეპარტამენტს უგზავნის რადიოგრამას იაპონიის გეგმებზე პერლ ჰარბორზე იერიშის მიტანის შესახებ (მისი შეტყობინება უყურადღებოდ დარჩა).
  • 1962 : ჯონ ფ. კენედი ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტს ხსნის.
  • 1970 : მთვარის პროგრამა - სსრკ-ის ლუნოხოდ 1 ჯდება მთვარეზე. ეს იყო პირველი დისტანციურად მართვადი რობოტი, რომელმაც სხვა პლანეტაზე მოახდინა დაჯდომა და ორბიტული ხომალდი ლუნა 17-ის მიერ განხორციელდა.
  • 1970 : დაგლას ენგელბარტი აპატენტებს პირველ კომპიუტერულ მაუსს (თაგუნას).
  • 1973 : ვოთერგეიტის სკანდალი - ორლანდოში, ფლორიდა, აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უცხადებს ასოშეითედ პრესის 400 მმართველ რედაქტორს - „მე თაღლითი არა ვარ“.
  • 1973 : ათენში, საბერძნეთი სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.
  • 1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია იწყება - ჩეხოსლოვაკიაში სტუდენტთა დემონსტრაცია დარბეულ იქნა პოლიციის მიერ. დარბევა იწვევს საქვეყნო მასშტაბის საპროტესტო აქციებს კომუნისტური მთავრობის გადაყენების მოთხოვნით (რევოლუცია წარმატებას 29 დეკემბერს აღწევს).
  • 2000 : ალბერტო ფუხიმორი გადაყენებულ იქნა პერუს პრეზიდენტის პოსტიდან.
  • 2003 : არნოლდ შვარცენეგერის ინაუგურაცია შედგა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე.
  • 2006 : სეგოლენ რუაიალი იმარჯვებს მომავალი წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ნომინაციაში და ამ ქვეყნის პირველ ქალი კანდიდატი ხდება, რომელიც წამყვან პარტიას წარმოადგენს.
  • 2013 : ახლად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
  • 2018 : არგენტინული წყალქვეშა ნავი სან-ხუანი თითქმის ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ ვალდესის ნახევარკუნძულთან ახლოს აღმოაჩინეს.
  • 2020 : მანუელ მერინოს გადადგომის შემდეგ პერუს პრეზიდენტი ფრანსისკო საგასტი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 9 : ვესპასიანე ფლავიუსი — რომის იმპერატორი
  • 1502 : ატაჰუალპა — ინკების უკანასკნელი იმპერატორი
  • 1755 : ლუი XVIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1790 : ავგუსტ ფერდინანდ მებიუსი — გერმანელი მათემატიკოსი
  • 1891 : გალაკტიონ ტაბიძე — ქართველი პოეტი.
  • 1906 : სოტიო ჰონდა — იაპონელი ინჟინერი
  • 1926 : კოტე მახარაძე — კომენტატორი
  • 1942 : მარტინ სკორსეზე — ამერიკელი კინორეჟისორი
  • 1944 : დენი დევიტო — ამერიკელი მსახიობი
  • 1966 : სოფი მარსო — ფრანგი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 375 : ვალენტინიანუს I — რომის იმპერატორი
  • 641 : ჯომეი — იაპონიის იმპერატორი
  • 1558 : მერი I — ინგლისის დედოფალი
  • 1562 : ბურბონი, ანტუან — ანრი IV მამა
  • 1796 : ეკატერინე II — რუსეთის იმპერატორი
  • 1917 : როდენი, ოგიუსტ — ფრანგი მოქანდაკე
  • 1947 : ჰუხი, რიკარდა — გერმანელი მწერალი
  • 1975 : ამირეჯიბი, ცაცა — ქართველი მსახიობი
  • 1977 : ასათიანი, გიორგი — ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი
  • 2013: ლესინგი, დორის — ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატუის დარგში (დ. 1919)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე, სტეფანე და ესაია
    • იოანიკე დიდი
    • ნიკანდრე და ერმე ხუცესი
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის