USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
17 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  489

17 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 76–ე დღე (ნაკიან წლებში - 77–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 289 დღე.

დღის მოვლენები

624 : მაჰმადის გადამწყვეტი გამარჯვება მექის მოწინააღმდეგეებთან ბადრის ბრძოლაში.

1756 : სენტ-პატრიკის დღე პირველად აღინიშნა ნიუ-იორკში.

1805 : იტალიის რესპუბლიკა ხდება იტალიის სამეფო, და ნაპოლეონი პრეზიდენტის ნაცვლად მეფე ხდება.

1845 : რეზინის ლენტა გამოიგონეს.

1931 : ნევადაში აზარტული თამაშების ლეგალიზაცია ხდება.

1941 : ვაშინგტონში პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ოფიციალურად ხსნის ხელოვნების ეროვნულ გალერეას.

1959 : ტენზინ გიაცო, მე-14 დალაი ლამა, ტიბეტიდან დევნის გამო ინდოეთს აფარებს თავს.

1969 : გოლდა მეირი, ვისკონსინიდან, აირჩიეს ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრად.

2012 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 46:0 დაამარცხა.

2020 : საქართველოს პარლამენტმა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია.

2023 : სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან ბავშვების გატაცებისათვის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.

ამ დღეს დაბადებულნი

1473 : ჯეიმზ IV — შოტლანდიის მეფე (1488–1513)

1811 : კარლ გუცკოვი — გერმანელი მწერალი

1826 : ოსკარ ფერდინანდ პეშელი — გერმანელი გეოგრაფი, მწერალი

1856 : მიხეილ ვრუბელი — რუსი მხატვარი

1865 : გაბრიელ ნარუტოვიჩი — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე

1866 : ანტონი (გიორგაძე) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

1868 : სპირიდონ ვირსალაძე — ქართველი ექიმი

1885 : მიხეილ გიგოლოვი — ქართველი ქირურგი

1901 : ალფრედ ნიუმენი — ამერიკელი კინომუსიკოსი.

1904 : ვალენტინ აფაქიძე — ქართველი სამხედრო მოღვაწე

1914 : ხუან კარლოს ონგანია — არგენტინის პრეზიდენტი (1966–1970)

1916 : ალექსანდრე ასლანიკაშვილი — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი

1919 : ნატ კინგ კოული — ამერიკელი მომღერალი

1920 : მუჯიბურ რაჰმანი — ბანგლადეშის პრეზიდენტი (1971–1972)

1922 : გურამ დონდუა — ქართველი გეოგრაფი

1927 : სულხან ნასიძე — ქართველი კომპოზიტორი

1939 : ჯოვანი ტრაპატონი — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი

1943 : ბაქილი მულუზი — მალავის (1994–2004)

1950 : გურამ ყიფიანი — ქართველი არქეოლოგი, არქიტექტორი

1951 : კურტ რასელი — ამერიკელი მსახიობი.

1967 : ბილი კორგენი — ამერიკელი მუსიკოსი

1969 : ალექსანდრ მაკ-ქუინი — ინგლისელი მოდის დიზაინერი.

1972 : ზენონი — დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსი

1976 : ალვარო რეკობა — ურუგვაელი ფეხბურთელი

1979 : სამოა ჯო — ამერიკელი პროფესიონალი რესლერი

1983 : რაულ მეირელეში — პორტუგალიელი ფეხბურთელი

1986 : აკაკი ხუბუტია — ქართველი ფეხბურთელი

1987 : ფედერიკო ფასიო — არგენტინელი ფეხბურთელი

1988 : Grimes — კანადელი მომღერალი

1988 : გიორგი ედიშერაშვილი — ქართველი მოჭიდავე

1989 : შინჯი კაგავა — იაპონელი ფეხბურთელი

1992 : ჯონ ბოიეგა — ინგლისელი მსახიობი.

1993 : თამაზ მჭედლიძე —ქართველი მორაგბე.

ამ დღეს გარდაცვლილნი

180 : მარკუს ავრელიუსი — რომის იმპერატორი 161—180 წლებში

1680 : ლაროშფუკო, ფრანსუა დე — ფრანგი მწერალი

1782 : ბერნული, დანიელ — შვეიცარიელი მათემატიკოსი

1846 : ბესელი, ფრიდრიხ — გერმანელი მათემატიკოსი და ასტრონომი

1853 : დოპლერი, კრისტიან — ავსტრიელი ფიზიკოსი და ასტრონომი

1862 : ჰალევი, ჟაკ ფრანსუა — ფრანგი კომპოზიტორი

1956 : კიური, ირენ ჟოლიო— ფრანგი ფიზიკოსი

1959 : ტაბიძე, გალაკტიონ — ქართველი პოეტი

1976 : ვისკონტი, ლუკინო — იტალიელი კინორეჟისორი

1978 : ანთელავა, ირაკლი — ქართველი ისტორიკოსი

2005 : კენანი, ჯორჯ — ამერიკელი ისტორიკოსი

2012 : შენუდა III — კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პაპი

2015 : ნაული ჯანაშია — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2015 წლებში.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი გერასიმე

წმინდა მოწამენი: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე

იაკობ მმარხველი

დანიელ მოსკოველი

აგრეთვე:

ირლანდია: წმინდა პატრიკის დღე (461).

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის