USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
17 მაისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

17 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 137-ე დღე (ნაკიან წლებში - 138-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 228 დღე.

დღის მოვლენები

  • 1590 : ანა დანიელი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს ჰოლირუდის სასახლის სააბატოს ეკლესიაში.
  • 1642 : დაარსდა ქალაქი მონრეალი
  • 1718 : ინგლისელმა იურისტმა ჯეიმზ პაკლმა მიიღო პატენტი ტყვიამფრქვევის გამოგონებისთვის.
  • 1792 : დაარსდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. ასწლოვანი ხის ქვეშ შეკრებილმა 24 ბროკერმა დააფუძნა ნიუ იორკის საფონდო ბირჟა. ამ ხის ადგილზე აჟამად უოლ სტრიტი მდებარეობს
  • 1814 : ნორვეგიამ მიიღო კონსტიტუცია.
  • 1861 : მსოფლიოში პირველმა ტურისტულმა სააგენტომ რომელიც ტომას კუკს ეკუთვნოდა, მოაწყო პირველი ტურისტული მოგზაურობა ლონდონიდან პარიზში.
  • 1877 : არტაანის აღება.
  • 1900 : ბურების მეორე ომი : 217 დღის შემდეგ მაფეკინგის ალყა მოიხსნა, ბრიტანელების დამაჯერებელი გამარჯვება ბურთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • 1928 : მუსოლინიმ შექმნა გზების სამსახური რომელსაც ევალებოდა ფართო და ჩქაროსნული გზების (ავტობანების) მშენებლობა. 
  • 1943 : ოპერაცია ჩასტისი : სამეფო საჰაერო ძალების ესკადრილიამ მხტუნავი ბომბები დაუშვა გერმანიის კაშხლებზე.
  • 1944 : გაუქმდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა.
  • 1948 : სსრ კავშირმა პირველმა ცნო ისრაელის სახელმწიფო.
  • 1954 : ისტორიულ საქმეში „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო რასობრივი სეგრეგაცია საზოგადო სკოლებში.
  • 1965 : პარიზში დაარსდა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც რადიო და ტელეკომუნიკაციების სტანდარტიზაციასა და რეგულირებას ეწევა.
  • 1985 : სსრ კავშირში დაიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია.
  • 1990 : ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი ამოიღო ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან
  • 1995 : ჟაკ შირაკი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტი.
  • 1997 : ლორან კაბილა გახდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი.
  • 1999 : ე. შევარდნაძემ მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი.
  • 2007 : პოლ ვოლფოვიცი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა არაეთიკურ ქმედებაში მხილების გამო.
  • 2008:
    • გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის განიხილვისას, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთის, სომხეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ბელორუსიის, ინდოეთის, სერბეთის, სუდანის, სირიის, მიანმას და ვენესუელას დელეგაციებმა.
    • უკრაინაში წითელაზე ვაქცინაციის შედეგად 18 ბავშვი ჰოსპიტალიზებულია და ერთი დაღუპულია.
  • 2009 :
    • დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
    • 1957 წლის ფერარის შავი 250 ტესტა როსა აუქციონზე მარანელოში (იტალია), მსუბუქი ავტომანქანისთვის რეკორდულ ფასად ($12.402.500) გაიყიდა.
  • 2011 : დედოფალი ელიზაბეთ II პირველი ბრიტანელი მონარქი გახდა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ირლანდიის რესპუბლიკას.
  • 2013 : ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.
  • 2021 : ბუნებრივი ეროზიის შედეგად გალაპაგოსზე მდებარე დარვინის თაღი ჩამოიშალა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1008 : ანრი I — საფრანგეთის მეფე
  • 1794 : ედუარდ ჯენერი — ინგლისელი მეცნიერი
  • 1870 : ჰაგვერდიევი, აბდურაჰიმ — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი
  • 1873 : ბარბიუსი, ანრი — ფრანგი მწერალი და დრამატურგი.
  • 1886 : ალფონსო XIII — ესპანეთის მეფე
  • 1894 : გამრეკელი, ირაკლი — ქართველი მხატვარი.
  • 1898 : მაუსი, კარლ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
  • 1904 : გაბენი, ჟან — ფრანგი მსახიობი.
  • 1925 : ხალვაში, ფრიდონ — ქართველი პოეტი.
  • 1949 : ბრუფორდი, ბილ — ინგლისელი დრამერი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1510 : ბოტიჩელი, სანდრო — იტალიელი მხატვარი.
  • 1727 : ეკატერინე I — რუსეთის იმპერატორი 1725-1727 წლებში.
  • 1943 : ლენკოვი, ალექსანდრე — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი.
  • 2010 : მუხრან მაჭავარიანი — ქართველი პოეტი (დ. 1929)
  • 2012 : დონა სამერი — ამერიკელი მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პელაგია ტარსელი
    • წმინდა ერაზმი
    • წმინდა ალვიანე და მოწაფენი მისნი
    • სილვან ღაზელი და მისთანა 40 მოწამე
    • ღირსი ნიკიფორე
  • აგრეთვე:
    • ტელეკომუნიკაციის მსოფლიო დღე
    • ნორვეგია — ეროვნული დღესასწაული.
    • ნაურუ — კონსტიტუციის დღე.
    • ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
    • ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის