USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
17 ივნისის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
Date:  1907

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ზოგადი მოლოდინი: განწყობა დაძაბულია, მაგრამ სასარგებლოა საქმიანი მიდგომა. ნუ გააკეთებთ სწრაფ დასკვნებს.
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია სისხლის წნევის რყევები. სასურველია წყლის მიღების რეგულარობა და მსუბუქი მოძრაობა.
ოჯახი: შინაურებთან მცირე გაუგებრობამ შეიძლება გრძელვადიანი სიჩუმე გამოიწვიოს – იმოქმედეთ დროულად.
ბიზნესი და კარიერა: კონკურენცია იზრდება. გჭირდებათ მტკიცე პოზიცია და რეალისტური შეფასება პარტნიორების შესაძლებლობების მიმართ.
სიყვარული: რომანტიკულ ურთიერთობებში ჩნდება საჭიროება განმარტების – ნუ დატოვებთ მინიშნებებს, ილაპარაკეთ პირდაპირ.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ზოგადი მოლოდინი: რეალობასთან კონტაქტი დღეს გადამწყვეტია. ფრთხილად შეაფასეთ მოვლენები და მოერიდეთ ინერციულ გადაწყვეტილებებს.
ჯანმრთელობა: სიფრთხილე დაგჭირდებათ გადაჭარბებული კვებისა და ფიზიკური უმოქმედობის გამო.
ოჯახი: გჭირდებათ დიალოგი ოჯახის წევრებთან გრძელვადიანი გეგმების თაობაზე – დროა მომავალი უფრო მკაფიოდ დაინახოთ.
ბიზნესი და კარიერა: ფინანსური საკითხების გადახედვა აუცილებელია – გაანალიზეთ ხარჯები და რისკები.
სიყვარული: ემოციური თანასწორობა თქვენი ურთიერთობის გასაღებია. ეცადეთ, არ გახდეთ ზედმეტად დომინანტური.


ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)

ზოგადი მოლოდინი: გონებრივი აქტივობა მაღალია, მაგრამ კონცენტრაცია რთულდება. დაუსვით პრიორიტეტებს სწორი რიგი.
ჯანმრთელობა: გადაღლის ნიშნებია – ყავისა და ეკრანის შემცირება სასურველია.
ოჯახი: შეგიძლიათ იყოთ ოჯახში იდეების ინიციატორი – დღეს თქვენი სიტყვა გავლენიანი იქნება.
ბიზნესი და კარიერა: საქმიანი შეხვედრები წარმატებით ჩაივლის, თუ არ გადააჭარბებთ ოპტიმიზმს. დეტალების გამოკვლევა აუცილებელია.
სიყვარული: სპონტანური საუბარი შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ გრძნობებში – იყავით ყურადღებით, ვისთან რას იზიარებთ.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

ზოგადი მოლოდინი: ემოციური სიღრმეები და განცდები დღეს განსაკუთრებით ინტენსიურია. მოერიდეთ გადაჭარბებულ მგრძნობელობას.
ჯანმრთელობა: წყლის დეფიციტი და ნერვული დაძაბულობა გამოიწვევს ენერგიის დაცემას – დაისვენეთ აქტიურად.
ოჯახი: ოჯახურ გარემოში საჭიროა მშვიდი საუბარი და მოთმინება. ვერბალური კონფლიქტი დღეს იოლად იფეთქებს.
ბიზნესი და კარიერა: მოლაპარაკებებისას მეტი დიპლომატია დაგჭირდებათ. ნუ გაებმებით ემოციურ ან პირად საუბრებში საქმიანი კონტექსტის გარეთ.
სიყვარული: დაფარული სენტიმენტები შესაძლოა თავშეკავებულად გამოვლინდეს. ენდეთ დროის ბუნებრივ დინებას.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ზოგადი მოლოდინი: დღის სუნი – ეს სცენაზე დაბრუნების დროა. მაგრამ, თუ არ გაწონასწორეთ ამბიციები – წამგებიანი აღმოჩნდება.
ჯანმრთელობა: ძილის დეფიციტი და მხრების დაჭიმულობა მოსალოდნელია. აუცილებელია სიფიზიკო დატვირთვის და განტვირთვის ბალანსი.
ოჯახი: ოჯახში თქვენს მოსაზრებებს შეიძლება ეჭვით შეხვდნენ – აჯობებს რბილად და არგუმენტირებულად წარუდგინოთ თქვენი პოზიცია.
ბიზნესი და კარიერა: დიდი გეგმები და შესაფერისი დრო ერთმანეთს ჯერ არ ემთხვევა – დაელოდეთ სტრატეგიულ მომენტს.
სიყვარული: გრძნობები შესაძლოა აგრესიულად გამოვლინდეს – ემოციური ტონალობის დარეგულირება აუცილებელია.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ზოგადი მოლოდინი: დეტალებისკენ მიდრეკილება კარგია, მაგრამ დღეს უფრო ფართო ხედვა მოგეთხოვებათ.
ჯანმრთელობა: საჭმლის მონელების პრობლემები და კუჭის მგრძნობელობა მოსალოდნელია. კვებითი რეჟიმის გამარტივება გჭირდებათ.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა საორგანიზაციო საკითხები იყოს წამყვანი – დროა გადაწყვიტოთ დაგროვებული საოჯახო დავალებები.
ბიზნესი და კარიერა: კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა შესაძლებელია – ფორმალური კომუნიკაცია აჯობებს.
სიყვარული: ურთიერთობებში ფრთხილი პროგრესი აჯობებს სპონტანურ ემოციურ აფეთქებებს. კონკრეტული ნაბიჯები სჯობს ბუნდოვან მინიშნებებს.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ზოგადი მოლოდინი: წონასწორობის შენარჩუნება გაჭირდება – გარემო მუდმივად შეგეცილებათ პოზიციების დაცვაში.
ჯანმრთელობა: მგრძნობელობა სახსრებში და სისხლის მიმოქცევის სუსტ წერტილებში იჩენს თავს – განტვირთვა აუცილებელია.
ოჯახი: ოჯახში თქვენი ჩართულობა დაეხმარება შიდა ჰარმონიის აღდგენას. იაქტიურეთ მშვიდად.
ბიზნესი და კარიერა: პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება სარგებლის მომტანი გახდეს – იყავით გონივრული და აწონ-დაწონეთ პირობები.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ემოციური სიმძიმე მოითხოვს საუბარს – გულწრფელობა ახლა ყველაზე ძლიერი იარაღია.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ზოგადი მოლოდინი: შიდა დაძაბულობა მაღალ ნიშნულზეა – შეიძლება გრძნობდეთ გაურკვეველ ზეწოლას. სჯობს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აფექტში.
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემის დატვირთვა იწვევს ფსიქოემოციურ დაღლილობას – მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები სარგებელს მოგიტანთ.
ოჯახი: ოჯახში დაფარული უთანხმოებები დაიწყებს გამოჩენას – მოემზადეთ, მაგრამ ნუ გაამწვავებთ.
ბიზნესი და კარიერა: კონკურენციის პირობებში მოქმედება მოითხოვს სტრატეგიულ სიზუსტეს – სიფრთხილე და შიდა დოკუმენტაციის გადამოწმება გადამწყვეტია.
სიყვარული: ეჭვები და ინტუიცია იმძლავრებს. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საუბარი ურთიერთობას გაამყარებს.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ზოგადი მოლოდინი: დღეს კარგია გონებრივი თავისუფლების და იდეების განვითარების კუთხით, მაგრამ ნაკლებად ეფექტური – პრაქტიკაში გადაყვანისას.
ჯანმრთელობა: კუნთოვანი დაჭიმულობა და წელის ტკივილი მოსალოდნელია. ფიზიოლოგიური გამხსნელები და მსუბუქი ვარჯიში სასარგებლო იქნება.
ოჯახი: სახლში სჯობს მოუსმინოთ სხვების მოსაზრებებს – იდეათა კონკურენცია სჯობს დიქტატს.
ბიზნესი და კარიერა: კარგი დღეა სამომავლო პროექტების დაგეგმვისთვის, თუმცა კონტრაქტების ხელმოწერა ჯერ გადადეთ.
სიყვარული: თავისუფლებისადმი ლტოლვა არ ნიშნავს მარტოობას – დაუთმეთ პარტნიორს სივრცე და მიიღეთ ანალოგიური.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ზოგადი მოლოდინი: გაწონასწორებული ხედვა და პრაქტიკული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში.
ჯანმრთელობა: ხერხემლის არეში ტკივილი და საერთო დაღლილობა – დროა ორგანიზმზე სერიოზულად იფიქროთ.
ოჯახი: ოჯახური ფასეულობების გადაფასება და ტრადიციებთან დაბრუნება მოგცემთ ძალას.
ბიზნესი და კარიერა: დღე მოსახერხებელია ფინანსური მენეჯმენტის ანალიზისთვის – დროა გადახედოთ დანახარჯებს.
სიყვარული: ურთიერთობებში სტაბილურობა თქვენს ხელს აძლევს – ჩადეთ ინვესტიცია დიალოგში, თუნდაც სიჩუმის პირობებში.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ზოგადი მოლოდინი: დღე მოულოდნელობებითაა სავსე – თქვენი მოქნილობა და სითამამე გამოგადგებათ სიტუაციების მართვაში.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ მხედველობას და ოფთალმოლოგიურ სიმპტომებს – განსაკუთრებით ეკრანთან ხანგრძლივი მუშაობისას.
ოჯახი: ახლობლებთან კომუნიკაციაში შესაძლოა იჩინოს თავი ძველი დაუსრულებელი თემა – სჯობს ის ახლა დახუროთ.
ბიზნესი და კარიერა: ახალი იდეის წარდგენა შესაძლოა მოულოდნელად სერიოზულ ინტერესს გამოიწვევს – იყავით მზად მის დასაცავად.
სიყვარული: ინოვაციური მიდგომა ურთიერთობებში – ოღონდ ზედმეტი ეგოიზმის გარეშე – სერიოზული ნაბიჯის წინაპირობა შეიძლება გახდეს.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია იმარჯვებს, მაგრამ გადაჭარბებული მოლოდინებისგან თავი უნდა შეიკავოთ. რეალობის ზედმეტად ლამაზი ფილტრი შემაშფოთებელია.
ჯანმრთელობა: შინაგანი დაძაბულობა შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაღიზიანებით – მოერიდეთ ალერგენებს და სტრესულ ზონებს.
ოჯახი: დღეს ოჯახში ემოციური გულწრფელობა საჭიროა – მაგრამ სცადეთ ტაქტიანად.
ბიზნესი და კარიერა: შემოქმედებითი საქმიანობა იღებს ბიძგს. რაც შეეხება ფინანსურ ოპერაციებს – შეამოწმეთ წვრილმანები.
სიყვარული: დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ინტენსიური რომანტიკული ემოცია – მოერიდეთ ილუზიებს, რომლებიც მოლოდინს სცდება.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way