USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
17 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  468

17 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 168-ე დღე (ნაკიან წლებში – 169-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 197 დღე.

 

დღის მოვლენები

1462 : ვლად დრაკულა მეჰმედ II-ს ესხმის თავს, რის გამოც ეს უკანასკნელი ვლახეთიდან უკან იხევს.

1579 : სერ ფრენსის დრეიკმა ახალი ალბიონი (კალიფორნია) ინგლისის საკუთრებად გამოაცხადა.

1885 : ფრანგულმა თბომავალმა გემმა „Isere“ (ისერი) ნიუ იორკში საფრანგეთის მთავრობის მიერ ნაჩუქარი თავისუფლების ქანდაკება ჩაიტანა.

1918 : თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული ოპერა - გოგნიაშვილის „ქრისტინე“.

1925 : ჟენევაში ხელი მოეწერა ომის დროს მომწამლავი მხუთავი და მსგავსი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვას.

1939 : ბოლო სახალხო გილიოტინაზე სიკვდილით დასჯა საფრანგეთში ვერსალში სენ–პიერის საპყრობილის წინ.

1940 : მეორე მსოფლიო ომი : ოპერაცია არიელი დაიწყო – მოკავშირეები საფრანგეთის ევაკუაციას იწყებენ გერმანიის მიერ პარიზისა და თითქმის მთელი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ.

1940 : მეორე მსოფლიო ომი : ბალტიის სამი ქვეყენა – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საბჭოთა კავშირის ოკუპაციაში მოხვდა.

1944 : რეფერენდუმის შედეგად დანიისაგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა ისლანდია.

1969 : ბორის სპასკიმ ტიგრან პეტროსიანი დაამარხა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1971 : იაპონია და აშშ ხელს აწერენ ოკინავის დაბრუნების შეთანხმებას, რომლითაც აშშ ოკინავაზე კონტროლს თმობს.

1972 : ამერიკის პოლიციამ დააკავა ხუთი ეჭვმიტანილი რომელთაც ბრალად ედებოდათ სასტუმრო „უოტერგეიტში“ დემოკრატიული პარტიის შტაბში მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება. ამის შედეგად აგორდა სკანდალი რომელიც ისტორიაში შევიდა „უოტერგეიტის სკანდალი“-ს სახელით და რომელმაც შეიწირა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკური კარიერა.

1982 : გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა.

1985 : დაარსდა საკაბელო ტელეარხი „დისკავერი“

1991: სამხრეთ აფრიკაში გაუქმდა ახალშობილების რასობრივი ნიშნით რეგისტრაცია, რაც ფაქტობრივად აპარტეიდის პოლიტიკის დასრულება იყო.

1992 : შეიარაღების შემცირებაზე ურთიერთგაგების შეთანხმებას მოაწერეს ხელი ჯორჯ ბუშმა და ბორის ელცინმა (START II).

1994 : ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო აშშ-ში.

2010 : აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შეჯიბრის ფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დაამარცხა ბოსტონ სელტიქსი და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

2019 : ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.

2022 : ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს შემთხვევაში კი აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები წაუყენა.

ამ დღეს დაბადებულნი

1682 : კარლ XII — შვედეთის მეფე (გ.1718)

1818 : ახვერდიანი, გევორქ — სომეხი ლიტერატურათმცოდნე

1882 : სტრავინსკი, იგორ — რუსი კომპოზიტორი (გ.1971)

1898 : ეშერი, მორის — ნიდერლანდელი მხატვარი (გ.1972)

1920 : ჟაკობი, ფრანსუა — ფრანგი ბიოლოგი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1940 : ჰარდენი, ართურ — ინგლისელი ბიოქიმიკოსი.

1996 : კუნი, ტომას — ამერიკელი ფილოსოფოსი (დ.1922)

2019 : მურსი, მოჰამედ — ეგვიპტელი პოლიტიკოსი

2021 : კენეთ კაუნდა — ზამბიის პირველი პრეზიდენტი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო -  გაუდაბნოების და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

სომხეთი - ავიაციის დღე

საბერძნეთი - წყვილების დღე

ინდონეზია - ბავშვების დღე

ისლანდია - დამოუკიდებლობის დღე

ყირგიზეთი - წყლის მეურნეობის მშრომელთა დღე

რუმინეთი - ნაციონალური ავიაციის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა მიტროფანე

წმინდა მოწამენი: ფრონტასი, სევერინი, სევერიანე და სილანი

წმინდა კონკორდი

ასტი დირექიელი

ზოსიმე მეგვიპტელი

წმინდა პავლე

იოანე მონაგრიელი

მართა და მარიამი

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way