USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
17 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  647

17 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-17 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 348 დღე (ნაკიან წელში - 349).

დღის მოვლენები

  • 395 : რომის იმპერია ორ: აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიებად გაიყო.
  • 1562 : საფრანგეთმა ცნო ჰუგენოტები სენ-ჟარმენის ედიქტით.
  • 1773 : კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველი მკვლევარი ხდება, რომელმაც ანტარქტიკის წრე გადაჭრა.
  • 1819 : სიმონ ბოლივარმა გამოაცხადა კოლუმბიის რესპუბლიკა.
  • 1852 : დიდი ბრიტანეთი ცნობს ტრანსვაალის ბურთა კოლოონის დამოუკიდებლობას.
  • 1916 : პროფესიონალ გოლფისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა.
  • 1917 : აშშ-მ დანიას $25 მილიონი გადაუხადა ვირჯინის კუნძულებში.
  • 1945 : ვარშავის განთავისუფლება — სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
  • 1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
  • 1949 : გოლდბერგები — პირველი სიტკომი (სიტუაციური კომედიის ხასიათის სერიალი) გადის ეთერში ამერიკის ტელევიზიით.
  • 1973 : ფერდინანდ მარკოსი ხდება ფილიპინების მუდმივი პრეზიდენტი.
  • 1975 : ბობ დილანი უშვებს შემდგომში ცნობილს როგორც მის საუკეთესო ალბომს - "Blood on the Tracks".
  • 1982 : „ცივი კვირადღე“ — აშშ-ში ტემპერატურა 100 წლიან რეკორდულ დონემდე ეცემა.
  • 1991 : სპარსეთის ყურის ომი — ოპერაცია უდაბნოს შტორმი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 "სკად"-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.
  • 1995 : 7,3 ბალის მიწისძვრა სახელწოდებით „ჰანშინის დიდი მიწისძვრა“ ხდება კობესთან ახლოს (იაპონია), უზარმაზარი მატერიალური ზარალითა და 6 433 ადამიანის მსხვერპლით.
  • 2002 : ნიირაგონგოს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ვულკანი იღვიძებს, ტოვებს რა 400 000 ადამიანს უსახლკაროდ.
  • 2010 : მემარჯვენე-ცენტრისტი სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2012 : ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად მარტინ შულცი აირჩიეს.
  • 2017 : ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2021 : გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1504 : პიუს V — რომის პაპი.
  • 1612  : ტომას ფერფაქსი — ლორდი, ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1706 : ბენჯამინ ფრანკლინი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1732  : სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი — პოლონეთის უკანასკნელი მეფე
  • 1783 : პედრო გუალ ესკანდონი — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1860 : ანტონ ჩეხოვი — რუსი დრამატურგი.
  • 1860 : დაგლას ჰაიდი — ირლანდიის პრეზიდენტი
  • 1860 : კარლოს ხოსე სოლორსანო — ნიკარაგუის 37-ე პრეზიდენტი
  • 1863 : დევიდ ლოიდ ჯორჯი — ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 1871: ნიკოლაე იორგა — რუმინელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, არქეოლოგი, მწერალი
  • 1879  : ფელიპე გუსმანი — ბოლივიელი პოლიტიკოსი
  • 1880  : მაკ სენეტი — კანადაში დაბადებული ამერიკელი რეჟისორი.
  • 1894 :დავით ჯავრიშვილი — ქართველი ქორეოგრაფი
  • 1899 : ალ კაპონე — ამერიკელი განგსტერი.
  • 1901: სუსანა კალანდრელი — არგენტინელი მწერალი და მასწავლებელი.
  • 1903 : პანტელეიმონ ჩხიკვაძე — ქართველი საბჭოთა მწერალი.
  • 1905 : საიბ სალამი — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1911: გერმანე გობეჯიშვილი — ქართველი არქეოლოგი.
  • 1911 : გავრილ კაჩალინი — რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი
  • 1911: ჯორჯ სტიგლერი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
  • 1922 : ლუის ეჩევერია — მექსიკის პრეზიდენტი 1970–1976 წლებში.
  • 1927  : ვალერიან ჭელიძე — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის გმირი
  • 1934 : რობერტ ბარძიმაშვილი — ქართველი მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი
  • 1940  : მირჩა სნეგური — მოლდოვის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1942 : მუჰამედ ალი — ამერიკელი მოკრივე.
  • 1943  :რენე პრევალი — ჰაიტის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1948  :დავით გოგია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1948 : ჯიმ ლედი — ამერიკელი რადიოწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი.
  • 1961 : მაია ჩიბურდანიძე — ქართველი მოჭადრაკე.
  • 1962 : ჯიმ კერი — კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.
  • 1963  :კაი ჰანსენი — გერმანელი მუსიკოსი
  • 1964 : მიშელ ობამა — შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე.
  • 1966  : ლიუბჩო გეორგიევსკი — მაკედონიელი პოეტი და პოლიტიკოსი
  • 1969 : ტიესტო — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი.
  • 1970  : ჯეიმზ უოტანა — ტაილანდელი პროფესიონალი სნუკერისტი.
  • 1978  : ალეკო ელისაშვილი — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი
  • 1980 : ვალერი აბრამიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1981: რევაზ გოცირიძე — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი
  • 1985: სიმონე სიმონსი — ჰოლანდიელი კოლორატურული მეცო-სოპრანო
  • 1990  : ერეკლე კილაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992  : ლაშა შერგელაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 395 : თეოდოსიუს I — რომის იმპერატორი.
  • 1369 : პეტრე I — კვიპროსის მეფე.
  • 1893 : რეზერფორდ ჰეისი — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1933 : ლუის კომფორტ ტიფანი — ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი.
  • 1961 : ლულუმბა, პატრის — კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი.
  • 2002 : სელა, კამილო ხოსე — ესპანელი მწერალი.
  • 2005 : ჟაო ჟიანგი — ჩინეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 2008 : ბობი ფიშერი — ამერიკელი ჭადრაკის დიდოსტატი.
  • 2013 : გურამ საღარაძე — ქართველი მსახიობი.
  • 2023 : მანანა დოიჯაშვილი — ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა
    • ევაგრე და ილია დიაკონი
    • დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი
    • თეოკტისტე აღმსარებელი
    • აქილე პეჩორელი
    • ზოსიმე მონაზონი და წმინდა ათანასე
    • ევსტათე I
    • ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 მონაზონი
    • ღირსი ონოფრე
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати