USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
17-18 ივნისს იმერეთში „გემო ფესტი“ ჩატარდება
Date:  511

ვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში „გემო ფესტი“ სტარტს აიღებს.  ორ დღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

„გემო ფესტში“  ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს.  ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გელოდებათ კვების ზონა, უგემრიელესი იმერული კერძებით, აგრო სამრეწველო ბაზარი, ფერმერთა ბაზარი,  საბავშვო ზონა, ფოტო ზონა, ბარი და სცენა. ფესტივალის ორივე დღე მუსიკალურად გაფორმდება.

“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

ფესტივალის პარტნიორები  არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way