USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
16-წლამდელ ტყვიის მსროლელებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თარიღი:  1113
ტყვიის სროლაში საქართველოს 16-წლამდეთა ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ტალინის ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა თითო ოქროს და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა ჩემპიონატის დასკვნით დღეს ვაჟთა გუნდური ასპარეზობა - რევაზ ლილუაშვილმა, ლუკა კობახიძემ და სანდრო ხოსიტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას 13:11 მოუგეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.
სანდრო ხოსიტაშვილმა ჩემპიონატის პირველ დღესაც მოიპოვა მედალი. 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი იყო ჩემპიონატის მეორე დღეც, როდესაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში ვაჟთა ნაკრებმა (რევაზ ლილუაშვილი, ლუკა კობახიძე, სანდრო ხოსიტაშვილი) გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაო მოიპოვა.
შედეგიანი ასპარეზობა გვქონდა შერეულ წყვილთა თანრიგშიც - ელენე წიკლაურის და სანდრო ხოსიტაშვილის წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ 16-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. საერთაშორისო კალენდარში ერთგვარ საცდელი ტურნირადაც იყო მონიშნული. გარდა ამისა, სადებიუტო ევროპირველობას ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა.
ტალინი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსაც მასპინძლობდა, სადაც საქართველო ერთი სპორტსმენით, ლიზი აღნიაშვილით იყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად საპრიზო ადგილის გარეშე დავრჩით.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის