USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
16 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ქალაქებში?
дата:  55

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°, ზოგან +22°-მდე.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15 °.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.

გაგრა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.

ბათუმიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +18°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +18°.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.

ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.

ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.

ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.

მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +7°.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.

ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.

იღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати