USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
16 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  387

16 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 320-ე დღე (ნაკიან წლებში – 321-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 45 დღე.

დღის მოვლენები

  • 1384 : იადვიგა აკურთხეს პოლონეთის მეფედ, მიუხედავად იმისა რომ ქალი იყო.
  • 1532 : ფრანსისკო პისარო და მისი ხელქვეითები ახერხებენ ინკების იმპერატორის — ატაჰუალპას დაჭერას.
  • 1849 : რუსეთის სასამართლომ ფიოდორ დოსტოევსკის სიკვდილი მიუსაჯა რადიკალ ინტელექტუალურ ჯგუფთან დაკავშირებული ანტი-სამთავრობო საქმიანობისთვის. სასჯელი გაუქმებულ იქნა უკანასკნელ მომემენტში.
  • 1904 : ჯონ ფლემინგმა გამოიგონა ვაკუუმის სინჯარა.
  • 1906 : ოპერის ვარსკვლავი ენრიკე კარუზო დააპატიმრეს ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ზოოპარკში მაიმუნების გალიასთან უცნობი ქალისთვის უკანალზე ჩქმეტის გამო.
  • 1907 : ინდიელთა ტერიტორიასა და ოკლაჰომის ტერიტორიას დაერქვა ოკლაჰომა და ხდება აშშ-ის 46 შტატი.
  • 1914 : ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკი (ამერიკის ცენტრალური ბანკი) ოფიციალურად იწყებს მუშაობას.
  • 1920 : ქანტას, ავსტალიის ეროვნული ავიაკომპანია დარეგისტრირდა როგორც საჰაერო გადამზიდი კომპანია სახელით „ქვინსლენდისა და ჩრდილოეთ ტერიტორიის საჰაერო სერვისები, ლტდ“. სიძველით მეორე ავიაკომპანია KLM-ის შემდეგ.
  • 1933 : აშშ და სსრკ ამყარებენ ფორმალურ დიპლომატიურ კავშირებს.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანიის მიერ ქოვენთრიზე იერიშის მიტანის საპასუხოდ, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები ბომბავს ჰამბურგს.
  • 1940 : ჰოლოკოსტი - პოლონეთში ნაცისტები ვარშავის ებრაელთა გეტოს გარე სამყაროსგან იზოლირებულს ხდიან.
  • 1945 : ცივი ომი - აშშ იბირებს 88 გერმანელ მეცნიერს სარაკეტო ტექნოლოგიის დამუშავების დასაჩქარებლად.
  • 1945 : შეიქმნა იუნესკო.
  • 1965 : ვენერას პროგრამა - სსრკ კოსმოსში უშვებს უმართავ ხომალდს ვენერისკენ, პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც სხვა პლანეტის ზედაპირს მიაღწია.
  • 1979 : მეტროს პირველი ხაზი (M1) გაიხსნა ბუქარესტში, რუმინეთი.
  • 1988 : ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ ღია არჩევნებში პაკისტანში ამომრჩევლები პრემიერ მინისტრად ირჩევენ პოპულისტ კანდიდატს ბენაზირ ბჰუტოს.
  • 1993 : საქართველოს სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მხედრიონის მებრძოლეებმა აიღეს სოფელი დარჩელი და გადაწვეს 27 საცხოვრებელი სახლი.
  • 1996 : დედა ტერეზა აშშ-ს საპატიო მოქალაქე ხდება.
  • 2000 : ბილ კლინტონი ხდება პირველი აშშ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ვიეტნამს სტუმრობს.
  • 2001 : ჰარი პოტერის პირველი ფილმი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ გამოდის კინოეკრანებზე და ხდება მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმი.
  • 2007 : სასამართლომ ტელეკომპანია „იმედს“ სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადაღა „ხელისუფლების დამხობის პროპაგანდის“ გამო.
  • 2007 : ლადო გურგენიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა.
  • 2011 : სილვიო ბერლუსკონის გადადგომის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი ხდება.
  • 2013 : აბდულა იამინი მალდივის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2014 : რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოშობით გერმანელმა კლაუს იოჰანისმა გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • ძვ. წ. 42 : ტიბერიუსი — რომის იმპერატორი (გ.37)
  • 1717 : დ'ალამბერი, ჟან ლერონ — ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი
  • 1853 : ალხაზიშვილი, ილია — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
  • 1910 : შავგულიძე, გიორგი — ქართველი მსახიობი (გ.1959)
  • 1922 : სარამაგო, ჟოზე — პორტუგალიელი მწერალი, სცენარსტი და ჟურნალისტი
  • 1974 : სკოულზი, პოლ — ინგლისელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1903 : დიმიტრი მაჩხანელი — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი (დ. 1861)
  • 1954 : ევალდ ფონ კლაისტი (გენერალ-ფელდმარშალი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ. 1881)
  • 2007 : გოდერძი ჩოხელი — ქართველი მწერალი (დ. 1954)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნიკოლოზ ქართველთა მნათობი
    • აკეფსიმე ეპისკოპოსი, იაკობ ხუცესი და აითალე დიაკონი
    • წმინდა მოწამენი, მხედარნი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი
    • ღირსი აკეფსიმე
    • ღირსი სნანდულია
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way