USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
16 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  859

16 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 136-ე დღე (ნაკიან წლებში - 137-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 229 დღე.

დღის მოვლენები

  • 1532 : სერ თომას მური ინგლისის ლორდ-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა.
  • 1568 : შოტლანდიელთა დედოფალი მერი ინგლისში გაიხიზნა.
  • 1605 : პავლე V რომის პაპი გახდა.
  • 1703 : პეტერბურგი დაარსდა პეტრე I-ის მიერ პეტრეპავლეს ციხესიმაგრის საძირკვლის ჩაყრით.
  • 1717 : სატირული ნაწარმოებების გამო ვოლტერი  ბასტილიის ციხეში ჩასვეს
  • 1770 : 14 წლის მარი-ანტუანეტა ქორწინდება 15 წლის ლუი-ოგუსტზე, საფრანგეთის მომავალ მეფეზე.
  • 1811 : ნახევარკუნძულის ომი - მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერას ბრძოლაში.
  • 1812 : რუსეთ-თურქეთის ბუქარესტი ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
  • 1815 : ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ვარშავის საჰერცოგო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის,  პოლონეთის სამეფოს სახელწოდებით.
  • 1836 : ედგარ ალან პომ 13 წლის ძმისშვილი ვირჯინია შეირთო.
  • 1863 : დაიწყო ოდესის რკინიგზის მშენებლობა
  • 1868 : აშშ-ის სენტაში პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს იმპიჩმენტის სასჯელი მოეხსნა ერთი ხმით.
  • 1920 : ჟანა დარკის კანონიზაცია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ.
  • 1924 : საბჭოთა კავშირში გამოვიდა ჟურნალის მურზილკა პირველი ნომერი.
  • 1929 : აშშ-ში პირველად გაიმართა ოსკარების გადაცემის ცერემონია.
  • 1943 : ვარშავის გეტოს აჯანყება დასრულდა.
  • 1948 : ისრაელმა გამოუშვა პირველი საფოსტო მარკები
  • 1960 : დიდი ოთხეულის სამიტზე პარიზში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერისგან საბჭოთა კავშირის თავზე U-2 ჯაშუში თვითმფინავის გადაფრენის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
  • 1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა „16 მაისის ცნობა“, რითაც ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
  • 1969 : საბჭოთა კომოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
  • 1975 : ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია.
  • 1990 : გაიხსნა რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა.
  • 2004 : ბიკივნიას ტყის გლოვის დღე. აქ კიევითან, ურკაინა, 1930-იან და 40-იან წლებში ბოლშევიკებმა 100 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
  • 2005 : ქუვეითში ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცეს ეროვნულ ასამბლეაზე კენჭისყრით.
  • 2006 : ძლიერი მიწისძვრა (7,4 ბალი რიხტერის შკალით) ახალ ზელანდიაში.
  • 2015 : ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა შეუფარდა ქვეყნის დამხობილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსისა და მის მომხრე პარტია „მუსულმანთა საძმოს“ ასამდე წევრს, რომლებიც 2011 წელს ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო.
  • 2022 : საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1768 : იოანე ბატონიშვილი — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1866 : ბაჩანა — ქართველი პოეტი
  • 1894 : კიტამურა ტოკოკუ — იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი.
  • 1898 : მიძოგუტი კენძი — იაპონელი კინორეჟისორი
  • 1905 : ფონდა, ჰენრი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1914 : ტაბლიაშვილი, ვახტანგ — ქართველი რეჟისორი.
  • 1925 : ნილტონ სანტოსი — ბრაზილიელი ფეხბურთელი
  • 1940 : ბერტოლუჩი, ბერნარდო— იტალიელი კინორეჟისორი.
  • 1953 : ბროსნანი, პირს— ირლანდიელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1703 : პერო, შარლ — ფრანგი მწერალი
  • 1956 : ალექსი-მესხიშვილი, ნინო ვლადიმერის ასული — ქართველი მსახიობი
  • 1984 : შო, ირვინ —ამერიკელი მწერალი
  • 2010 : დიო, რონი ჯეიმზ — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ დიოს დამაარსებელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მამაი
    • მიქაელ ულუმბოელი (IX) და არსენ ულუმბოელი
    • ტიმოთე და მავრა
    • პეტრე საკვირველთმოქმედი
    • თეოდოსი იღუმენი
  • აგრეთვე:
    • შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати