USD 2.7191
EUR 3.2020
RUB 3.4463
Тбилиси
16 ივნისის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  1758

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ზოგადი მოლოდინი: ენერგეტიკული მომატებაა, თუმცა აფექტური რეაქციებისგან თავის შეკავება გმართებთ.
ჯანმრთელობა: ტენდენციაა კუნთოვანი დაჭიმულობისა და თავის ტკივილებისკენ. საჭიროია ფიზიკური განტვირთვა.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა გაჩნდეს მწვავე დიალოგის საჭიროება. პირდაპირი, თუმცა არა კონფლიქტური მიდგომა წაგადგებათ.
ბიზნესი და კარიერა: დღეს არ ღირს რისკიანი ინვესტიციების განხორციელება – იყავით ფრთხილი საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებით.
სიყვარული: ემოციური ზედაპირულობა მოსალოდნელია. ილაპარაკეთ გულწრფელად, თუმცა აკონტროლეთ ტონი.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ზოგადი მოლოდინი: სტაბილურობის მოთხოვნილება თქვენში ძლიერდება, მაგრამ რეალობა გარკვეულ კომპრომისებს მოგთხოვთ.
ჯანმრთელობა: საკვების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ – კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება მოსალოდნელია.
ოჯახი: დღე კარგია ნათესავებთან წარსულის მოგონებების გასაზიარებლად.
ბიზნესი და კარიერა: საქმიანი თანამშრომლობა შესაძლოა წინსვლის საწინდარი გახდეს – გაწონასწორებული მოლაპარაკებები წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: სიყვარულში მეტი სითბო და სიმშვიდე გმართებთ – პარტნიორის მიმართ მზრუნველობა და მოთმინება დღის მთავარი წერტილია.


ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)

ზოგადი მოლოდინი: გონებრივი აქტივობა მაღალ დონეზეა. ახალ იდეებს ადგილი აქვს, მაგრამ რეალიზაციის ეტაპზე კრიტიკული ანალიზი გჭირდებათ.
ჯანმრთელობა: თვალების გადაღლა და უძილობა თავს იჩენს – მონაცვლეობით დასვენება აუცილებელია.
ოჯახი: ოჯახურ გარემოში შესაძლოა გამოჩნდეს ინფორმაციული გაუგებრობა – ყველაფერს ნუ დაიჯერებთ პირველივე მოსმენით.
ბიზნესი და კარიერა: იდეების გენერირება კარგი იდეაა, მაგრამ იმპლემენტაციის დაწყება გადადეთ.
სიყვარული: დღის მეორე ნახევარში რომანტიკული შეტყობინება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეგცვალოთ განწყობა.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

ზოგადი მოლოდინი: ემოციური ჰიპერმგრძნობელობა და შიდა დაძაბულობა მოსალოდნელია. სასურველია სიმშვიდის შენარჩუნება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს – დეჰიდრატაციის რისკია.
ოჯახი: ოჯახის წევრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გახდება. მოუსმინეთ მათ და თავი იგრძნონ დაფასებულად.
ბიზნესი და კარიერა: ხარჯების გადამოწმება და დაზღვევა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
სიყვარული: ურთიერთობებში ქვეცნობიერი ეჭვები იჩენს თავს – კომუნიკაციაა გასაღები.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ზოგადი მოლოდინი: ამბიციური გეგმები მოითხოვს სტრატეგიულ გადახედვას. თავი შეიკავეთ საჯარო განცხადებებისგან.
ჯანმრთელობა: ძილის ხარისხზე ზრუნვა დღის მნიშვნელოვანი ნაწილია. გადაღლა დაგიგროვდათ.
ოჯახი: უფროს თაობასთან დროის გატარება თქვენთვის ემოციურად გამამხნევებელი იქნება.
ბიზნესი და კარიერა: ლიდერობის სურვილი ძლიერია, მაგრამ გუნდის ჩართვა გადამწყვეტი გახდება წარმატებისთვის.
სიყვარული: გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ეგო არ უნდა დომინირებდეს – პარტნიორსაც სჭირდება სცენა.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ზოგადი მოლოდინი: დეტალებზე კონცენტრირება კარგია, თუმცა დღეს აუცილებელია ზოგადი სურათის დანახვაც.
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემა საჭიროებს დასვენებას – შესაფერისი იქნება ბუნებაში გასეირნება.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება თქვენზე იქნება დამოკიდებული.
ბიზნესი და კარიერა: ზედმეტი პერფექციონიზმი შეიძლება დროის დაკარგვად გადაიქცეს – პრაგმატულობა წინ დაგიყენებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან გულწრფელი დიალოგი გჭირდებათ – ურთიერთობის დამყარება წვრილმან დეტალებზე ფოკუსით არ მოხდება.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ზოგადი მოლოდინი: დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია ჰარმონია, მაგრამ წონასწორობა მოულოდნელი ინფორმაციით დაირღვევა.
ჯანმრთელობა: გაუმჯობესებული კვების რეჟიმი დადებითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე.
ოჯახი: ახლობლებთან მშვიდი დიალოგი დაგეხმარებათ ძველი უთანხმოების მოგვარებაში.
ბიზნესი და კარიერა: ახალი პროფესიული კავშირი შესაძლოა მომავალში თქვენი პერსპექტივა გახდეს – იმოქმედეთ დიპლომატიურად.
სიყვარული: ახალი ნაცნობობის შანსია, თუმცა ნუ იჩქარებთ მოლოდინების ჩამოყალიბებაში.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია გაძლიერებულია, თუმცა ემოციური აფეთქებებისკენ მიდრეკილება გაფრთხილებას საჭიროებს.
ჯანმრთელობა: გულისრევა ან წნევის რყევები მოსალოდნელია – დროულად რეაგირება გმართებთ.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა ფარული დაძაბულობა გამოვლინდეს – ღირს საუბარი გულწრფელად, თუმცა ზომიერად.
ბიზნესი და კარიერა: სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებები გადადეთ – ზედმეტი რისკი არ ღირს.
სიყვარული: მგზნებარება მომატებულია, თუმცა ეჭვიანობა შეიძლება ურთიერთობა გააფუჭოს.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ზოგადი მოლოდინი: გახსნილობა და ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ არ გაბუქოთ პერსპექტივები – რეალობა მეტად გიწვევთ.
ჯანმრთელობა: მგზავრობისას მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. სიფრთხილე სასურველია.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მოულოდნელი რჩევა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ნუ უგულებელყოფთ.
ბიზნესი და კარიერა: უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი წარმატების წინაპირობაა – ენების ცოდნა აქ დაგჭირდებათ.
სიყვარული: თავისუფლების მოთხოვნილება შეიძლება არასწორად განმარტოს პარტნიორმა – გააცანით თქვენი მოტივები.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ზოგადი მოლოდინი: დისციპლინა და სტაბილურობა დღეს თქვენს ძლიერ მხარედ დარჩება, თუმცა გარემო გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს.
ჯანმრთელობა: ძვლოვანი სისტემა და სახსრები ყურადღებას მოითხოვს – გაიარეთ პროფილაქტიკური შემოწმება.
ოჯახი: ოჯახური ფასეულობები დაგეხმარებათ რთულ საუბარში სწორი ტონის პოვნაში.
ბიზნესი და კარიერა: პრაქტიკული ნაბიჯები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გრძელვადიანი გეგმები.
სიყვარული: ზედმეტი თავშეკავება შეიძლება არასწორად იქნეს აღქმული – გამოხატეთ ემოციები მეტაფორების გარეშე.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ზოგადი მოლოდინი: დღევანდელი დღე ინოვაციური იდეების გენერირებისთვის კარგია, თუმცა განსახორციელებლად დრო ჯერ არ დამდგარა.
ჯანმრთელობა: ტექნოლოგიური გადაღლილობა – სასურველია ეკრანებთან დროის შეზღუდვა.
ოჯახი: განსხვავებული შეხედულებები ოჯახში შეიძლება განხეთქილების საფუძველი გახდეს – აჯობებს მოუსმინოთ.
ბიზნესი და კარიერა: იდეების გაზიარება ჯგუფში წარმატების საწინდარი იქნება.
სიყვარული: უჩვეულო ადამიანთან ინტერესი შეიძლება გაჩნდეს – თუმცა ჯერ ნელა, დაკვირვებით იმოქმედეთ.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ზოგადი მოლოდინი: სენსიტიურობა ძლიერდება – მოსალოდნელია შინაგანი გადატვირთულობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ემოციურ საქმეებში.
ჯანმრთელობა: დაღლილობის გრძნობა არ გაუფასურდეს – ორგანიზმი განტვირთვას ითხოვს.
ოჯახი: სენტიმენტალური საუბარი ოჯახის წევრებთან შესაძლოა გაგათავისუფლოთ წარსულისგან.
ბიზნესი და კარიერა: შემოქმედებითი იდეების ფორმირება კარგია, მაგრამ იურიდიული საკითხები ყურადღებით განიხილეთ.
სიყვარული: ურთიერთობაში როლების გაუგებრობა შეიძლება გაჩნდეს – საჭირო იქნება პოზიციების დალაგება.

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати