USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
16 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  315

16 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 167-ე დღე (ნაკიან წლებში – 168-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 198 დღე.

 

დღის მოვლენები

ვალენტინა ტერეშკოვა

1487 : ვარდების ომის დასასრული: ლანკასტრელებმა იორკისტები დაამარცხეს სტოუკ-ფილდის ბრძოლაში, ნოტინგემშირში, ინგლისი.

1745 : ბრიტანეთის კოლონიურმა ჯარებმა უილიამ პეპერელის ხელმძღვანელობით აიღეს ფრანგების გამაგრება ლუისბურგის ციხესიმაგრე კეიპ-ბრეტონის კუნძულზე ექვსკვირიანი ალყის შემდეგ.

1815 : ნაპოლეონის ომები : ნაპოლეონის ჯარებმა პრუსიელები დაამარცხეს ლინის ბრძოლაში. პარალელურად ფრანგმა მარშალმა მიშელ ნეიმ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ინგლის-ჰოლანდიური არმიის წინააღმდეგ კატრ-ბრას ბრძოლაში.

1894 : ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიკრიბა კონგრესი რომლის დღის წესრიგში ოლიმპიური თამაშების აღდგენა იყო.

1903 დაარსდა „ფორდ მოტორ კომპანი“ „The Ford Motor Company“.

აშშ-ში დარეგისტრირდა სავაჭრო ნიშანი „პეპსი:კოლა“

რუალ ამუნდსენის პირველი არქტიკური ექსპედიცია დაიწყო.

1920 : ჰააგაში გაიხსნა ერთალიგის საერთაშორისო ტრიბუნალი.

1921 : შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

1925 : ახალგაზრდა პიონერთა ბანაკი არტეკი გაიხსნა საბჭოთა კავშირში.

1959 : მოსკოვში გაიხსნა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ).

1963 : ხომალდ ვოსტოკ-6-ზე ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში გაფრენილი პირველი ქალი გახდა.

1972 : ნიუ:იორკში გაიხსნა ჯაზის მუზეუმი.

1977 : ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ-ის სახელმწიფო მეთაური გახდა.

1983 : იური ანდროპოვი გახდა სსრკ-ის პრეზიდენტი.

2009 : BRIC-ის ქვეყნების ლიდერების პირველი ოფიციალური სამიტი შედგა ეკატერინბურგში, რუსეთი.

სეპარატისტულ რეჟიმებთან დაკავშირებული დავის გამო რუსეთმა საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას ვეტო დაადო.

2010 : სოიუზ ტმა-19, ექსპედიცია 24-ის სამი წევრით ბორტზე, მეასე რეისით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1313 : ბოკაჩო, ჯოვანი — იტალიელი მწერალი (გ.1375)

1890 : ჩენ ინკე — ჩინელი ისტორიკოსი და ლინგვისტი

1890 : ბაქრაძე, აკაკი — ქართველი მეან-გინეკოლოგი

1916 : ასათიანი, თეიმურაზ — ქართველი მოქანდაკე

1930 :ოტია იოსელიანი — ქართველი მწერალი

1971 : თუფაქ შაკური — ამერიკელი რეპ მომღერალი და მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1958 : ნადი, იმრე — უნგრელი პოლიტიკოსი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 1953−1955 (გ.1896)

1977 : ვერნერ ფონ ბრაუნი — გერმანელი/ამერიკელი მეცნიერი (დ. 1912 )

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

სამხრეთ აფრიკის მებრძოლი ერებისადმი სოლიდარობის დღე

აფრიკელი ბავშვის დღე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

ირლანდია - „ბლუმსდეი“

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ახალგაზრდობის დღე

 

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა

ლუკიანე ეპისკოპოსი და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე

ღირსი იერია

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way