USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
16 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  319

16 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-16 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 349 დღე (ნაკიან წელში - 350).

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 27 : რომის სენატმა ავგუსტუსის ტიტული მიანიჭა გაიუს იულიუს ცეზარ ოქტავიანეს.
  • 550 : გოთური ომები (535-554) : ოსტგოთები, მეფე ტოტილას მეთაურობით, რომს იღებენ ხანგრძლივი ალყის შემდეგ, იზაურიელი მცველების მოქრთამვით.
  • 929 : კორდობას ამირი აბდ-არ-რაჰმან III საკუთარ თავს ხალიფად აცხადებს, აფუძნებს რა კორდობას სახალიფოს.
  • 1412 : მედიჩის ოჯახი რომის პაპის ოფიციალური ხაზინადარი გახდა.
  • 1492 : თანამედროვე ენის პირველი გრამატიკა, ესპანურად, წარედგინა დედოფალ იზაბელას.
  • 1547 : ივანე მრისხანე რუსეთის ცარი ხდება.
  • 1556 : ფილიპ II ესპანეთი მეფე გახდა.
  • 1581 : ინგლისის პარლამენტმა რომაული კათოლიციზმი უკანონოდ გამოაცხადა.
  • 1707 : შოტლანდიის პარლამენტმა დაამტკიცა გაერთიანების აქტი, რითაც დასაბამი მისცა დიდ ბრიტანეთს.
  • 1777 : ვერმონტი ნიუ-იორკისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1795 : ფრანგებმა უტრეხტი, ნიდერლანდი, დაიპყრეს.
  • 1909 : ერნესტ შაკლეტონის ექსპედიციამ მაგნიტური სამხრეთის პოლუსი იპოვა.
  • 1945 : ადოლფ ჰიტლერმა ფიურერბუნკერს შეაფარა თავი.
  • 1979 : ირანში ჩამოაგდეს შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.
  • 2011 :
    • 100 ადამიანი გარდაიცვალა და 90 დაშავდა ინდოეთში, კერალას შტატში, საბარიმალაში მომხდარი მასობრივი ჭყლეტვის შედეგად.
    • ვენესუელა აცხადებს, რომ დადასტურებული ნავთობის მარაგით მსოფლიო ლიდერობა ჩამოართვა საუდის არაბეთს.
    • ბუენოს აირესში დასრულდა „დაკარის რალი 2011“.
  • 2016 : ცაი ინ-ვენი ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • 2020 : დიმიტრი მედვედევის გადადგომის შემდეგ მიხეილ მიშუსტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 2021 : ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1605: შაჰრიარი — დიდ მოგოლთა იმპერიის დროებითი მმართველი (1627 –1628)
  • 1816  : ნინო ამილახვარი — ქართველი სასულიერო მოღვაწე.
  • 1821 : ჯონ ბრეკინრიჯი — აშშ-ის სენატორი და აშშ-ის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი.
  • 1855 : ელეონორა მარქსი — ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
  • 1866 : ლუარსაბ ბოცვაძე — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1870 : იური იააკსონი — ესტონელი სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1878 : გრიგოლ ნათაძე — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი
  • 1896  : ალექსანდრე ჯინჭარაძე — ქართველი სამხედრო ოფიცერი
  • 1901  : ფულხენსიო ბატისტა — კუბის მმართველი.
  • 1903 : გიორგი გოლეთიანი — ქართველი აგროქიმიკოსი
  • 1903: კოლა ქვარიანი — ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე
  • 1911 : ედუარდო ფრეი მონტალვა — ჩილეს 28-ე პრეზიდენტი (1964–1970).
  • 1919  : მანსურ ალი — პაკისტანისა და ბანგლადეშის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1924  :დავით ხახუტაიშვილი — ქართველი ისტორიკოსი
  • 1931 : იოჰანეს რაუ — გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი 1999–2004
  • 1932 : ოთარ მეღვინეთუხუცესი — ქართველი მსაიობი
  • 1932  : დაიან ფოსი — ამერიკელი ზოოლოგი და პრიმატოლოგი.
  • 1933 :სიუზენ ზონტაგი — ამერიკელი ესეისტი
  • 1935  : უდო ლატეკი — გერმანელი სპორტსმენი, სპორტული კომენტატორი.
  • 1941 : ევა დემარჩიკი — პოლონელი მომღერალი.
  • 1951 : რამაზ ხარშილაძე — ქართველი ძიუდოისტი
  • 1952 : ერნესტ დელი — ამერიკელი ადვოკატი
  • 1964 : ეკა კახიანი — ქართველი მომღერალი და მსახიობი.
  • 1980  :სეიდუ კეიტა — მალელი ფეხბურთელი.
  • 1984  : შტეფან ლიხტშტაინერი — შვეიცარიელი ფეხბურთელი
  • 1985  : დავით კაჭარავა — ქართველი მორაგბე
  • 1985 : პაბლო საბალეტა — არგენტინელი ფეხბურთელი,
  • 1986  : აიშა — ლატვიელი მომღერალი.
  • 1986 : რეტო ციგლერი — შვეიცარიელი ფეხბურთელი.
  • 1988  : ტალია დებრეტ ბარნეტი — ბრიტანელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1793 : გიბონი, ედუარდ — ინგლისელი ისტორიკოსი
  • 1912 : ჰაიმი, გეორგ — გერმანელი მწერალი
  • 1981 : ასათიანი, ანთეოს — ქართველი ჰიგიენისტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე ჭყონდიდელი
    • ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)
    • მალაქია წინასწარმეტყველი
    • წმინდა გორდი
თბილისი
მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის