USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
16 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

16 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 350-ე დღე (ნაკიან წლებში – 351-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 15 დღე.

დღის მოვლენები

1431 : ჰენრი VI ინგლისისა საფრანგეთის მეფედ აკურთხეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.

1773 : ბოსტონის ჩაის სმა - თავისუფლების შვილების წევრები გადაცმული მოჰავკებად ჩაის ყუთებს ბოსტონის ყურეში ყრიან ჩაის აქტის მიმართ პროტესტის ნიშნად.

1879 : ტრანსვაალის რესპუბლიკა გამოცხადდა.

1899 : მილანში დაარსდა იტალიური საფეხბურთო გრანდი მილანი.

1916 : პეტერბურგში შეთქმულებმა დიდი თავადის, დიმიტრი პავლეს ძის, მეთაურობით გრიგორი რასპუტინი მოკლეს.

1985 : ნიუ-იორკის პაფია - პოლ კასტელანო და თომას ბილოტი მოკლეს ჯონ გოტის დაკვეთით, რითაც მან გამბინოს ოჯახის მმართველობა მიიღო.

1986 : აჯანყება ყაზახეთის კომპარტიის წინააღმდეგ - ჟელტოქსანი - პირველი ნიშანი ეთნიკური უთანხმოებებისა გორბაჩოვის პერიოდში.

1989 : ქალაქ ტიმიშოარას საკათედრო ტაძრის მოედანზე შექმნილი აურზაურით რუმინეთის რევოლუცია იწყება.

1991 : ყაზახეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

2008 : კახა ლომაია ირაკლი ალასანიას ცვლის გაეროში საქართველოს ელჩის პოსტზე.

2011 : რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.

2012 : იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შედეგად პარტიის ლიდერი სინძო აბე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

2018 :

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას; ინაგურუაცია თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში გაიმართა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი თანამდებობიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

1770 : ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი (გ.1827)

1775 : ჯეინ ოსტინი — ინგლისელი მწერალი (გ. 1817)

1790 : ლეოპოლდ I — ბელგიის მეფე

1867 : შიო არაგვისპირელი — ქართველი მწერალი-ნოველისტი (გ.1926)

1917 : არტურ კლარკი — ინგლისელი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1898 : ტრეტიაკოვი, პაველ — რუსი ფილანტროპი.

1916 : გრიგოლ რასპუტინი — რუსი გლეხი

1921 : კამილ სენ-სანსი — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორგანისტი და დირიჟორი.

1922 : გაბრიელ ნარუტოვიჩი — პოლონეთის პრეზიდენტი

1922 : ელიეზერ ბენ იეჰუდა — ებრაული ენის ამაღორძინებელი, თანამედროვე ივრითის ერთ-ერთი ფუძემდებელი

1965 : მოემი, უილიამ სომერსეტ — ინგლისელი მწერალი.

1981 : ჟაროვი, მიხეილ — საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი.

2001 : ჰაიმი, შტეფან — გერმანელი მწერალი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სოფონია წინასწარმეტყველი

თეოდულე კონსტანტინოპოლელი

იოანე მდუმარე

თეოდორე ალექსანდრიელი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის