USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
16 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  564

16 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 228-ე დღე (ნაკიან წლებში – 229-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 137 დღე.

 დღის მოვლენები

1780 : ამერიკის რევოლუციური ომი, კამდენის ბრძოლა - ბრიტანელები იმაჯვებენ ამერიკელებზე კამდენთან, სამხრეთ კაროლინა.

1804 : ბულონის ტყეში, პარიზთან, საპატიო ლეგიონის ორდენის პირველი დაჯილდოება მოხდა.

1819 : პეტერლოოს ხოცვა - მასობრივ არეულობას საყოველთაო საარჩევნო ულფებისთვის გამართულ მიტინგზე მანჩესტერში (ინგლისი) უამრავი ადამიანი შეეწირა.

1865 : „აღდგენის დღე“ დომინიკელთა რესპუბლიკაში - ესპანელ დამპრყობლებთან ოთხწლიანი ომის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა.

1896 : ქალაქ დოუსონთან, იუკონი, ოქრო აღმოაჩინეს, რამაც კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელება გამოიწვია.

1928 : ვაშინგტონში დააკავეს სერიული მკვლელი კარლ მანცრამი, 20 ადამიანის მოკვლის შემდეგ.

1930 : პირველი ფერადი ხმოვანი ანიმაციური ფილმი სახელწოდებით „ფიდლსტიკს“ შექმნა უბ ივერკსმა.

1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

1962 : The Beatles-ში პიტ ბესტს ცვლის რინგო სტარი.

1976 : კინოეკრანებზე გამოვიდა ელდარ რიაზანოვის კინოკომედია „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.

1981 : აშშ-ის შეიარაღებას შეემატა პირველი ბომბდამშენი B52G, რომელსაც ფრთოსანი რაკეტების გადატანა შეუძლია.

1985 : პოპ-ვარსკვლავი მადონა შონ პენზე ქონწინდება.

2012 : ეკვადორის მთავრობამ ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ამ დღეს დაბადებულნი

1378 : ჰონგქსი — ჩინეთის იმპერატორი

1902 : ჰეიერი, ჯორჯეტ — ინგლისელი მწერალი

1913 : ბეგინი, მენახემ — ისრაელის პრემიერ მინისტრი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1958 : მადონა — ამერიკელი პოპ მომღერალი და მსახიობი

1981 : სანტა კრუსი, როკე — პარაგვაელი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1027 : გიორგი I — საქართველოს მეფე.

1419 : ვენცელი — საღვთო რომის იმპერატორი და ჩეხეთის მეფე.

1443 : აშიკაგა იოშიკაცუ — იაპონელი სიოგუნი

1921 : პეტერ I — სერბეთის მეფე.

1951 : ჟუვე, ლუი — ფრანგი რეჟისორი, მსახიობი.

1957 : ლანგმუირი, ირვინგი — ამერიკელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1973 : ვაკსმენი, სელმან — უკრაინული წარმოშვების ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1977 : პრესლი, ელვის — ამერიკელი მომღერალი.

2010 : დიმიტრიოს იოანიდისი — საბერძნეთის ყოფილი დიქტატორი.

2016 : ჟოაო აველანჟი — ფიფას ყოფილი პრეზიდენტი.

2018 : არეთა ფრანკლინი — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი (დ. 1942)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა რაჟდენი — წრომს წამებული

ცხრა ძმა ხერხეულიძე და ცხრაათასი ქართველი — მარაბდის ომში დაღუპულები

ისააკი, დალმატი და ფავსტო

კოზმა განდეგილი

ანტონი რომაელი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати