USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16,47% შეადგინა
Date:  463

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია - 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება - 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში - 19.7%, აჭარაში - 18.8%, სამეგრელო - ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში - 17.6%, იმერეთში - 17.2%, თბილისში - 13,9%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ - 14.1% შეადგინა, ვაკეში - 13.7%, ისანში - 13.3%, საბურთალოზე - 13.3%, სამგორში - 14.7%, დიდუბე- ჩუღურეთში - 15.8%. ნაძალადევში - 12.6%, გლდანში - 13.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში - 21%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში - 19.7%, რუსთავი, გარდაბანში - 17.6%, ხაშური, ქარელში - 20.6%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში - 22.1%, ქუთაისში - 13.1%, ზუგდიდში - 15.3%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში - 24.1%.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way