USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
15 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს აგვისტოში
თარიღი:  1273

2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 75%-ით ნაკლებია. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 24.5%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აგვისტოს განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 156,101 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 რუსეთი - 39 909 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 809%
2 თურქეთი - 34 847 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 114%
3 უკრაინა - 29 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2849%
4 საქართველო (არარეზიდენტი) - 23 117 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 390%
5 სომხეთი - 22 733 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 161%
6 საუდის არაბეთი - 16 436 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16435%
7 ბელარუსი - 13 494 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5678%
8 ყაზახეთი - 12 221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2489%
9 აზერბაიჯანი - 11 181 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 198%
10 პოლონეთი - 6 954 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12100%
11 გერმანია - 4 567 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 962%
12 უზბეკეთი - 4 455 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 437%
13 ა შ შ - 3 777 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4805%
14 ინდოეთი - 3 085 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 102733%
15 ქუვეითი - 2 766 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27650%

2021 წლის ივლისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $205.3 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 7 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $505,1 მილიონის შემოსავალი მიიღო. აგვისტოს ტურისტული შემოსავლის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის