USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
15 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ქალაქებში?
Date:  88

15 ოქტომბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +23 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.

ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +21 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +10, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way