USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გაუფასურდა
თარიღი:  573

15 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6999 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.31 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9402 ლარი გახდა.

1.50 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4432 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.33 თეთრი შეადგინა.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის