USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
15 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  644

15 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 166-ე დღე (ნაკიან წლებში – 167-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 199 დღე.

 

დღის მოვლენები

ძვ. წ. 763 : ასირიელებმა მზის დაბნელება დააფიქსირეს, რამაც შესაძლებელი გახადა მესოპოტამიის ისტორიის ქრონოლოგიის დადგენა.

923 : სუასონის ბრძოლაში საფრანგეთის მეფე რობერ I მოკლეს, ხოლო შარლ უგუნური ბურგუნდიის გრაფმა რუდოლფმა დააპატიმრა.

1215 : ინგლისში მეფე ჯონი ამტკიცებს მაგნა კარტას.

1219 : დანებროგი - მსოფლიოს უძველესი ეროვნული დროშა - დანიის დროშა. ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა ლინდანისის (ამჟამად ტალინი, ესტონეთი) ბრძოლის დროს და დანიელების ბედი მოაბრუნა.

1389 : კოსოვოს ბრძოლა - ოსმალებმა სერბები და ბოსნიელები დაამარცხეს.

1502 : ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული მარტინიკა აღმოაჩინა.

1616 : გაიხსნა კანადაში პირველი სკოლა ინდიელებისთვის.

1667 : ადამიანის სისხლის პირველი გადასხმა მოახდინა ექიმმა ჟან-ბატისტ დენისმა.

1752 : ბენჯამინ ფრანკლინმა, ფრანით ჩატარებული ცდის მეშვეობით დაამტკიცა ელვის ელექტრონული ბუნება.

1775 : ამერიკის რევოლუცია: ჯორჯ ვაშინგტონი კონტინენტური არმიის მთავარსარდალი გახდა.

1808 : ხოსე ბონაპარტე ესპანეთის მეფე ხდება.

1836 : არკანზასი გახდა აშშ-ს 25-ე შტატი.

1844 : ჩარლზ გუდიარი აპატენტებს ვულკანიზაციას, პროცესი რომელიც რეზინის გამყარებას უწყობს ხელს.

1869 : ჯონ ჰაიტმა ცელულოიდი დააპატენტა.

1846 : ორეგონის ხელშეკრულებით დამტკიცდა საზღვარი აშშ-სა და კანადას შორის 49-ე პარალელზე როკის მთებიდან ხუან დე ლუკას სრუტემდე.

1888 : პრინცი ვილჰელმ II ხდება კაიზერ ვილჰელმ II და მეორე რაიხის ბოლო იმპერატორი.

1904 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ბაიერი“ (ლევერკუზენი)

1924 : ადგილობრივი ამერიკელები (ინდიელები) ამერიკის მოქალაქეებად გამოცხადდნენ.

1954 : უეფა (UEFA - Union des Associations Européennes de Football) ჩამოყალიბდა ბაზელში, შვეიცარია.

1956 : ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი.

1994 : ისრაელი და ვატიკანი ამყარებენ სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს.

2010 : 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგებით თბილისის მერი გიგი უგულავა გახდა, ხოლო თბილისის საკრებულოს მანდატების უმრავლესობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

ამ დღეს დაბადებულნი

1606 : რემბრანდტი — ჰოლანდიელი მხატვარი (გ.1669)

1843 : გრიგი, ედვარდ — ნორვეგიელი კომპოზიტორი (გ.1907)

1914 : ანდროპოვი, იური — სკკპ ცკ გენერალური მდივანი 1982–1984 (გ.1984)

1946 : დემის რუსოსი — ბერძენი მომღერალი.

1969 : კანი, ოლივერ — გერმანელი სპოტსმენი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1123 : ევსტასი გრენირი — იერუსალიმის სამეფოს რეგენტი, კონსტემბლი, კესარიისა და სიდონის ლორდი.

1381 : უოტ ტაილერი — ინგლისის გლეხთა აჯანყების მეთაური.

1956 : ევგენი კისელიოვი — საბჭოთა, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტი.

1981 : ბაბილოძე, გრიგოლ — ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

1996 : ფიცჯერალდი, ელა — ამერიკელი ჯაზის მომღერალი (დ.1917)

2015: ჟანა ფრისკე — რუსი საესტრადო მომღერალი (დ. 1974)

2019 : ფრანკო ძეფირელი — იტალიელი კინორეჟისორი.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აზერბაიჯანი -  ნაციონალური გადარჩენის დღე

დანია -  მეფე ველდემარ II - ის და დანიის დროშის დღე

კოსტა - რიკა -  ხის დარგვის დღე

ყირგიზეთი -  ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაკის დღე.

სამხრეთ კორეა -  სოფლის მეურნეობის დღე

იაპონია -  ფესტივალი „სანო მაცუი“

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ნიკიფორე

მოწამე მარიამი

ღირსი მარინი

იოანე სოჩაველი

მოწამე დიმიტრი

კონსტანტინე ათონელი

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way