1.4 ტრილიონის ქონება, ოქროს ავეჯით მორთული სასახლეები, პირადი თვითმფრინავები, მდიდრული იახტები და შატოები - ყველაზე მდიდარი მონარქები მსოფლიოში
Date:
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება დაახლოებით 88 მილიარდი დოლარია, თუმცა, უინძორები სულაც არ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქები - ამ ტიტულის მფლობელი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახია. ოჯახი, სადაც 15 000-მდე წევრია, 1.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს, რაც დაახლოებით 16-ჯერ აღემატება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონების ფასს.
ტრილიონერი არაბები საკუთარი ქონების შესახებ საუბარს მუდმივად ერიდებიან, თუმცა მათი ცხოვრების გამაოგნებელი სტილის, პირადი თვითმფრინავების, მდიდრული იახტების, შატოებისა და ოქროს ავეჯით მორთული სასახლეების შესახებ მსოფლიო მედია ხშირად წერს.მათ ქონება ნავთობის უდიდესი რეზერვების ხარჯზე დააგროვეს - ძვირფასი წიაღისეული 75-ზე მეტი წლის წინ, მეფე აბდულაზიზ იბნ საუდის ტახტზე ყოფნისას აღმოაჩინეს. ქვეყნის ხელისუფლება ფლობს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კომპანიას Saudi Aramco, რომლის ღირებულება 2 ტრილიონ დოლარზე მეტია.
ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია საუდის არაბეთის მეფე სალმანი, რომელმაც ტახტზე ძმა, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი შეცვალა. აბდულა 2015 წელს გარდაიცვალა.მეფემ ქვეყნის მმართველობის დიდი ნაწილი შვილს, მომავალ მეფეს მოჰამედ ბინ სალმანს გადააბარა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მოჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ და ვინჩის 450 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო, 500 მლნ დოლა-რიანი იახტა და 300 მლნ დოლარად ღირებული ფრანგული შატო შეიძინა. ის, ასევე, ფლობს 2 სახლს ლონდონში და ვილას ესპანეთის სამხრეთ სანა-პიროზე.
„მე მდიდარი ადამიანი ვარ. არც განდი ვარ და არც ნელსონ მანდელა. მე ვარ მმართველი ოჯახის წევრი, რომელიც საუდის არაბეთი დაარსებამდე ასობით წლით ადრეც არსებობდა," - აღნიშნავს პრინცი მოჰამედ ბინ სალ-მანი. მისი მტკიცებით, ის ქონების 51%-ს ქველმოქმედებისთვის ხარჯავს.