USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
14 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

14 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 45-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 320 დღე (ნაკიან წელში - 321).

დღის მოვლენები

1779 : მოგზაური და მკვლევარი ჯეიმზ კუკი მოკლულ იქნა სენდვიჩის კუნძულების ადგილობრივი აბორიგენების მიერ.

1797 : ადმირალმა ჯეონ ჯერვისმა და ჰორაციო ნელსონმა გაერთიანებული სამეფოს ფლოტს გამარჯვება მოაპოვებინეს ესპანელების წინააღმდეგ წმინდა ვინსენტის კონცხთან ბრძოლაში, გიბრალტართან ახლოს.

1804 : სერბების პირველი აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ.

1859 : ორეგონი გახდა აშშ-ის 33-ე შტატი.

1879 : წყნარი ოკეანის ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩილეს შეიარაღებულმა ძალებმა ბოლივიური საპორტო ქალაქის, ანტოფაგასტას ოკუპაცია მოახდინეს.

1912 : არიზონა გახდა აშშ-ის 48-ე შტატი.

1918 : სსრ კავშირში მიღებულ იქნა გრიგორიანული კალენდარი.

1924 : კორპორაცია აი-ბი-ემი დაფუძნდა.

1943 : მეორე მსოფლიო ომი : დონის როსტოვი გათავისუფლდა.

1944 : მეორე მსოფლიო ომი : იავაში მოხდა ანტი-იაპონური აჯანყება.

1945 : მეორე მსოფლიო ომი : ბრიტანეთისა და ამერიკის საჰაერო ძალები ბომბავენ დრეზდენს.

1945 : ჩილე, ეკვადორი, პარაგვაი და პერუ უერთდებიან გაეროს.

1949 : ისრაელის პარლამენტის კნესეტის პირველი სხდომა.

1961 : აღმოჩენილ იქნა ქიმიური ელემენტი ლორენციუმი (ელემენტი 103) კალიფორნიის უნივერსიტეტში.

1989 : დედამიწის საშუალო ორბიტაზე გლობალური ნავიგაციის სისტემის (GPS) პირველი თანამგზავრი გაუშვეს.

2005 : მოკლულ იქნა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი, რაც დასაბამი გახდა „კედრების რევოლუციის“ (დამოუკიდებლობის ინტიფადა).

2009 : იაპონიის ეროვნულმა ასტრონომიულმა ობსერვატორიამ მთვარის პიველი ტოპოგრაფიული რუკა დაასრულა.

2016 : ფოსტენ არშანჟ ტუადერა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

2018 : ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა თანამდებობიდან გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

1483 : ბაბური — თემურიდი, ინდოეთის მმართველი, მხედართმთავარი

1545 : ლუკრეცია დე’ მედიჩი — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი

1602 : ფრანჩესკო კავალი — იტალიელი კომპოზიტორი

1817 : ანა პეტროვა — რუსი მომღერალი (კონტრალტო).

1855 : ვსევოლოდ გარშინი — რუსი მწერალი

1867 : სოურარინ სორლაუქსონი — ისლანდიელი მხატვარი.

1868 : ედუარდ აბოლი — ქართველი ფარმაკობოტანიკოსი.

1872 : ლუარსაბ ანდრონიკაშვილი — ქართველი მეცნიერი

1894 : ვაღარშ ვაღარშიანი — სომეხი მსახიობი

1902 : ალექსანდე აბუში — გერმანელი პუბლიცისტი

1904 : ჰერტა კუუსინენი — ფინეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე

1906 : ალექსანდრე პენი — ებრაელი პოეტი

1908 : ბორის პიოტროვსკი — საბჭოთა მეცნიერი, არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე.

1909 : მაყვალა მრევლიშვილი — ქართველი პოეტი

1928 : სერგეი კაპიცა — რუსი და საბჭოთა მეცნიერი

1928 : გურამ პატარაია — ქართველი კინორეჟისორი

1930 : დურსუნ ბალაძე — ქართველი მათემატიკოსი.

1930 : დავით ტვილდიანი — ქართველი ექიმი.

1935 : გრიგორე ვიერუ — მოლდოველი მწერალი და პოეტი.

1936 : ანა გერმანი — პოლონელი მომღერალი

1939 : იუჯინ ფამა — ამერიკელი ეკონომისტი.

1940 : ვახტანგ გოგუაძე — ქართველი პოლიტიკოსი

1941 : თენგიზ კუბლაშვილი — ქართველი ფსიქოლოგი

1942 : მაიკლ ბლუმბერგი — ქალაქ ნიუ-იორკის მერი 2002–2013 წლებში

1944 : ალან პარკერი — ინგლისელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი

1953 : სერგეი მირონოვი — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე

1955 : ბილი მილიგანი — ამერიკელი მოქალაქე, როგორც უიშვიათესი ფსიქოლოგიის მქონე.

1967 : მარკ რიუტე — ნიდერლანდელი პოლიტიკოსი.

1969 : მეთ ოლმსტიდი — ამერიკელი მწერალი და პროდიუსერი.

1975 : ნიკოლოზ გილაური — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009–2012 წლებში

1983 : ბაკარი სანია — ფრანგი ფეხბურთელი

1987 : ედინსონ კავანი — ურუგვაელი ფეხბურთელი

1987 : მაკა საგაიპოვა — ჩეჩენი მომღერალი და მოცეკვავე.

1992 : კრისტიან ერიქსენი — დანიელი ფეხბურთელი.

1992 : ფრედი ჰაიმორი — ინგლისელი მსახიობი

1993 : საბა თავაძე — ქართველი ფეხბურთელი

1993 : ლაშა პარუნაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1779 : კაპიტანი კუკი — ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.

1943 : ჰილბერტი, დავიდ — გერმანელი მათემატიკოსი

1961 : ბელიაშვილი, აკაკი — ქართველი მწერალი

1970 : ალექსიძე, ნიკოლოზ — ქართველი ენტომოლოგი

1975 : ჰაქსლი, ჯულიან სორელ — ინგლისელი ბიოლოგი, ფილოსოფოსი

2021 : კარლოს მენემი — არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგ წმინდანთა ხსენების დღეს:

წმინდა მოწამე ტრიფონი

წმიდა მოწამეების პერპეტუას, სატირის, რევოკატის, სატორნილეს, სეკუნდისა და ფილაციტატა

პეტრე გალატელი

ღირსი ვენდიმიანი

კათოლიკური ეკლესია:

წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს.

ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიები:

წმინდა ვალენტინის დღე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way