USD 2.6673
EUR 3.1071
RUB 3.7161
Тбилиси
14 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყება - რა ღირს ბაზარში სასკოლო პროდუქცია?
дата:  760

2023-2024 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება. შესაბამისად, მშობლები სასკოლო ნივთებს ყიდულობენ. საკანცელარიო მაღაზიების გარდა შესყიდვების გარკვეული წილი ბაზრობებზე მოდის, სადაც სასკოლო ვაჭრობა ეტაპობრივად იწყება.

მოვაჭრეები bm.ge-სთან აღნიშნავენ, რომ სასკოლო პროდუქცია გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გაიაფებულია, მიზეზი კი საკონტეინერო გადაზიდვების ფასების შემცირებაა.

ერთ-ერთი საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი დათო ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ პანდემიისგან გამოწვეული სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე გადაზიდვების ფასები $14 000-ს აღწევდა, თუმცა ამ დროისთვის ღირებულება თითქმის სამჯერ არის შემცირებული.

“საკონტეინერო გადაზიდვების ფასი, პანდემიის პერიოდში დაახლოებით $14 000 იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ღირებულება $4 500 ჩამოვიდა. Მოსალოდნელია, რომ ეს საქონლის თვითღირებულებაზეც აისახება. ველოდებით, რომ სასკოლო პროდუქციის ფასები შემცირდება” - აღნიშნავს ის.

გარკვეულ პროდუქციაზე გასულ წელთან შედარებით დაბალ ფასებს ადასტურებს ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი. რუსუდან ბუღაძე მომხმარებლის აქტივობაზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, ამ ეტაპზე მოთხოვნა საბითუმო შესყივდებზე, საცალო შესყიდვების გააქტიურებას კი სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ელოდებიან.

“ზოგიერთი პროდუქცია შედარებით უფრო იაფია. რაც შეეხება წინა სასკოლო პერიოდის ვაჭრობას, აქტიური ჯერ არ არის. ამ ეტაპზე მოთხოვნა საბითუმო ვაჭრობაზე მოდის , საცალო ვაჭრობა დაიწყება იქითა კვირიდან, სასწავლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად” - ამბობს რუსუდან ბუღაძე.

საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი ნანა ტაბატაძე ამბობს, რომ ფასების მატებას არც სასკოლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად არ აპირებენ.

“ფასები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ გარკვეული პროდუქტი დეფიციტში იქნება” - განმარტავს ის.

წყარო:https://bm.ge/

общество
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати