USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
14 ოქტომბერი: კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი
дата:  1049

14 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 109 ადამიანია გარდაცვლილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილია 4 ქალი და სამი კაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“,-განაცხადა ენდელაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати