USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
14 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1190

14 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 134-ე დღე (ნაკიან წლებში - 135-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 231 დღე.

დღის მოვლენები

  • 1483 : შარლ VIII საფრანგეთის მეფედ აკურთხეს.
  • 1509 : აგნადელოს ბრძოლა - ჩრდილოეთ იტალიაში საფრანგეთის ჯარებმა ვენეციელები დაამარცხეს.
  • 1607 : ჯეიმსტაუნი, ვირჯინია, დააარსეს ინგლისელმა კოლონიზატორებმა.
  • 1610 : საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს მკვლელობის შემდეგ ტახტზე ლუი XIII ავიდა.
  • 1643 : ოთხი წლის ლუი XIV სფრანგეთის მეფე გახდა მამის, ლუი XIII, გარდაცვალების გამო.
  • 1769 : ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მსოფლიოში პირველი აცრა გააკეთა.
  • 1789 : ფილადელფიაში, პენსილვანია, დელეგატები შეიკრიბნენ აშშ-ის ახალი კონსტიტუციის დასაწერად.
  • 1811 : პარაგვაი ესპანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1900 : ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა პარიზში.
  • 1913 : ნიუ-იორკის გუბერნატორმა დაამტკიცა როკფელერის ფონდის ქარტია, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო ჯონ დ. როკფელერის ბოძებული $100 მილიონი დოლარით.
  • 1922 : გაიხსნა თბილისის სამხატვრო აკადემია.
  • 1939 : პერუელი ლინა მედინა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა დედა ხდება სამედიცინო ისტორიაში ხუთი წლის ასაკში.
  • 1940 : გერმანიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს როტერდამი.
  • 1940 : ნიდერლანდი გერმანიას ჩაბარდა.
  • 1948 : ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დროებითი მთავრობა შექმნა. გამოცხადებისთანავე მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა მასზე იერიში მიიტანეს.
  • 1955 : ცივი ომი: რვა ევროპულმა სოციალისტურმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ვარშავის პაქტს.
  • 1973 : გაშვებულ იქნა სკაილები (Skylab), აშშ-ის პირველი კოსმოსური სადგური. ის იყო სატურნ-5 რაკეტის ბოლო გაშვება.
  • 1993 : შეიქმნა დსთ-ს ეკონომიკური კავშირი.
  • 1993 : ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის საბჭოს წევრები გახდნენ.
  • 1995 : ტენცინ გიაცო, მე-14 დალაი ლამა, აცხადებს 6 წლის გედჰუნ ჩოეკი ნიიმას პენჩენ ლამას მეთერთმეტე ინკარნაციად.
  • 2009 : ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჰერშელისა და პლანკის სატელიტები გაუშვეს გვიანის კოსმოდრომიდან.
  • 2010 : სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 187 დაიჭრა ტაილანდის სამთავრობო ძალებსა და წითელ პერანგიან მომიტინგეებს შორის შეტაკების დროს.
  • 2011 : აზერბაიჯანულმა დუეტმა „Eldar & Nigar“ სიმღერით „Running Scared“ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაიმარჯვა.
  • 2016 :უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ სიმღერით „1944“ ევროვიზია-2016-ზე გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1316 : კარლ IV — რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი
  • 1727 : გეინზბორო, ტომას — ინგლისელი მხატვარი.
  • 1771 : ოუენი, რობერტ — ინგლისელი უტოპისტი სოციალისტი.
  • 1805 : ჰარტმანი, იოჰან პეტერ ემილ — დანიელი კომპოზიტორი.
  • 1836 : სტეინიცი, ვილჰელმ — პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში.
  • 1922 : ტუჯმანი, ფრანიო — ხორვატიის პრეზიდენტი.
  • 1944 : ლუკასი, ჯორჯ — ამერიკელი კინორეჟისორი.
  • 1984 : ცუკერბერგი, მარკ — სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1610 : ანრი IV (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1643 : ლუი XIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1781 : განიბალი, აბრამ — რუსი სამხედრო ინჟინერი, გენერალ-ანშეფი.
  • 1818 : ბარკლაი-დე-ტოლი, მიხეილ — რუსი გენერალ-ფელდმარშალი
  • 1925 : ჰენრი რაიდერ ჰაგარდი — ინგლისელი მწერალი
  • 1953 : თამარ აბაკელია — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
  • 1955 : ლევან ასათიანი — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 1998 : სინატრა, ფრენკ — ამერიკელი მუსიკოსი.
  • 2014 : ლილი იოსელიანი — ქართველი რეჟისორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თამარ მეფე
    • ზოსიმე II კუმურდოელი
    • იერემია წინასწარმეტყველი
    • ვატა სპარსელი
  • აგრეთვე:
    • პარაგვაი - დამოუკიდებლობის დღე.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way