USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
14 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  456

14 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 165-ე დღე (ნაკიან წლებში – 166-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 200 დღე.

 

დღის მოვლენები

1775 : შეიქმნა აშშ-ის ჯარი.

1777 : მეორე კონტინენტალურმა კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ს დროშის პირველი ვარიანტი, 13 ვარსკვლავით და 13 წითელი და თეთრი ზოლით.

1847 : გერმანელმა ქიმიკოსმა რობერტ ბუნზენმა შექმნა საწვავი რომელსაც მისი სახელი ეწოდა (ბენზინი)

1900 : ჰავაის კუნძულები აშშ:ს საკუთრებად გამოცხადდა.

1940 : გერმანიის ჯარმა(ვერმახტმა) პარიზი აიღო.

1942 : კინოეკრანებზე გამოვიდა უოლტ დისნეის მულტფილმო „ბემბი“

1951 : ვაშინგტონში დაიწყო პირველი კომპიუტერის „UNIVAC 1“:ის გაყიდვა.

1982 : ფოლკლენდის ომი დამთავრდა.

1985 : შენგენში (ლუქსემბურგი) ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავისუფალი მიმოსვლის შესახებ, რომელსაც „შენგენის ხელშეკრულება“ ეწოდა.

1994 : ბანკების ნაციონალიზაციის შემდეგ (1979 წელს) პირველად ირანში კერძო ბანკი გაიხსნა.

1999 : აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კაზინოს ტელე-რეკლამირების აკრძალვა რომელიც მანამდე 65 წელი არსებობდა.

2008 : 6.8 Mw მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ივატესა და მიიაგის პრეფექტურებში, იაპონიის ჰონსიუს კუნძულზე.

2010 : ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების შედეგად ქალაქ ოშში, ყირგიზეთი, 2000-მდე ადამიანი დაიღუპა.

2012 : ეგვიპტის უზენაესმა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.

2013 : ჰასან რუჰანი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1910 : კემპე, რუდოლფ — გერმანელი დირიჟორი (გ.1976)

1928 : ჩე გევარა — არგენტინელი რევოლუციონერი.

1969 : გრაფი, შტეფი — გერმანელი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1912 : იაკობ გოგებაშვილი — ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი (დ. 1840)

1920 : მაქს ვებერი — გერმანელი სოციოლოგი (დ. 1864)

1953 : ნატო ვაჩნაძე — ქართველი მსახიობი (დ. 1904)

1966 : ფარნაოზ ჩიკვილაძე — ქართველი ძიუდოისტი

1986 : ხორხე ლუის ბორხესი — არგენტინელი მწერლი (დ. 1899)

1994 : ჰენრი მანსინი — ამერიკელი კომპოზიტორი (დ. 1924)

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

 გაერო -  სისხლის დონორის საერთაშორისო დღე.

 

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

 ლატვია, ესტონეთი -  კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

 ლიეტუვა  -  გლოვისა და იმედის დღე

 პარაგვაი  -   მშვიდობის დღე

 რუსეთი  -  საემიგრაციო სამსახურის მუშაკის დღე

აშშ -  ამერიკული დროშის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

შიო ახალი და დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი

იუსტინე ფილოსოფოსი სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის