USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
14 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  286

14 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 195-ე დღე (ნაკიან წლებში – 196-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 170 დღე.

 

დღის მოვლენები

ბასტილიის აღება

1223 : საფრანგეთის მეფის ტახტზე ადის ლუი VIII, მამამისის, ფილიპ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

1774 : დაარსდა ბრაზილიის ქალაქი კამპინასი.

1789 : პარიზელები შტურმით იღებენ ბასტილის ციხეს და შვიდ პატიმარს ათავისუფლებენ. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.

1933 : გლაიხშალტუნგი - გერმანიაში აკრძალულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა ფაშისტურისა.

1954 : აშშ-ის ცენტრალურ შტატებს არნახული სიცხე ატყდება თავს. მისურისა და ილინოისის ზოგიერთ ქალაქში თერმომეტრის ნიშნულმა 50 °C გადააჭარბა, რაც რეკორდული იყო ამ რეგიონისთვის.

1958 : ერაყის რევოლუცია - არაბმა ნაციონალისტებმა გადატრიალება მოაწყვეს. გაუქმებულ იქნა მონარქია და გამოცხადდა რესპუბლიკა. აბდულ კარიმ კასემი ქვეყნის ახალი ლიდერი ხდება.

1992 : დაგომისის შეთანხმების საფუძველზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში „მშვიდობის უზრუნველყოფის შერეული სამშვიდობო ძალები“ (რუსული, ქართული და ჩრდილო-ოსური) შედიან.

1995 : მპ3 ფორმატი გამოცხადდა.

2002 : ბასტილიის დღის აღნიშვნის ზეიმზე საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი თავდამსხმელთაგან სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

2008 : ვენესუელელი დაიანა მენდოსა 2008 წლის მის სამყარო გახდა.

2008 : საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა კოიპერის სარტყლის ერთ-ერთ უდიდეს ობიექტ მაკემაკეს ჯუჯა პლანეტის რანგი მიაკუთვნა.

2009 : იეჟი ბუზეკი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპის პარლამენტის 28-ე პრეზიდენტად აირჩიეს, პირველი აღმოსავლეთის ბლოკიდან.

2016 : ნიცის სანაპიროზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 65-ზე მეტი ადამიანი.

ამ დღეს დაბადებულნი

1861 : ვაჟა-ფშაველა — ქართველი პოეტი (გ.1915)

1862 : კლიმტი, გუსტავ — ავსტრიელი მხატვარი (გ.1918)

1888 : ქაქუცა ჩოლოყაშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე

1896 : წერეთელი, დავით — ქართველი ფერმწერი

1928 : დუმბაძე, ნოდარ — ქართველი მწერალი (გ.1984)

1949 : მოტოლა, ტომი — ამერიკელი ბიზნესმენი

1977 : ვიქტორია — შვედეთის პრინცესა

ამ დღეს გარდაცვლილნი

1922: კამო — ბოლშევიკი რევოლუციონერი

2011: ოტია იოსელიანი — ქართველი მწერალი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კოზმა და დამიანე

პოტიტე ყრმა

პეტრე პატრიკიოს-ყოფილი

ნიკოდიმოს მთაწმიდელი

ნერსე მთავარეპისკოპოსი

აგრეთვე:

ერაყი : ეროვნული დღე

საფრანგეთი : რევოლუციის დღე

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way