USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
14 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  420

14 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 104-ე დღე (ნაკიან წლებში - 105–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 261 დღე.

დღის მოვლენები

ძვ. წ. 1282 : ბიბლიის თანახმად დაეცა იერიქონი.

ძვ. წ. 43 : ფორუმ გალორუმის ბრძოლა კეისარის მომხრეებსა და მარკუს ანტონიუსს შორის.

69 : ვიტელიუსი ამარცხებე რომის იმპერატორს ოტონს ბედრიაკუმის ბრძოლაში და ხდება იმპერატორი.

1028 : ჰენრიხ III აირჩიეს გერმანიის მეფედ.

1205 : ადრიანოპოლის ბრძოლა

1471 : ბარნეტთან ბრძოლა იორკერებსა და ლანკასტერელებს შორის.

1543 : დასრულდა ესპანური ექსპედიცია ბარტოლომეო ფერელოს მეთაურობით.

1687 : ინგლისის მეფემ ჯეიმზ II-მ თანაბარი უფლებები მიანიჭა პროტესტანტებს და კათოლიკეებს.

1801 : რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააუქმა წამებები დაკითხვებისას.

1849 : უნგრელმა მეამბოხეებმა გამოაცხადეს უნგრეთის დამოუკიდებლობა ავსტრიისგან.

1865 : აშშს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი სასიკვდილოდ დაჭრეს.

1894 : შედგა ედისონის კინოპროექტორის პირველი დემონსტრაცია.

1912 : ტიტანიკი დაეჯახა აისბერგს.

1978 : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიამ მიღო საქართველოს სსრ კონსტიტუცია

1978 : სახალხო მანიფესტაციებისა და პროტესტების ფონზე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს სსრ-ის ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შესახებ.

2009 : მსოფლიოში პირველი კლონირებული აქლემი ინჯაზის დაბადება გამოაცხადეს დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

2010 : ჩინჰაის პროვინციაში, ჩინეთში, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა იუშუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.

2016 : ვლადიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1908 : შტალი, ჰერმან — გერმანელი მწერალი

1941 : ფარნაოზ ჩიკვილაძე — ქართველი ძიუდოისტი

1945 : ბლეკმორი, რიჩი — ბრიტანელი გიტარისტი (ჯგუფი Blackmore's Night)

ამ დღეს გარდაცვლილნი

1759 : გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი — გერმანელი კომპოზიტორი

1910 : ვრუბელი, მიხეილ — რუსი მხატვარი

1917 : ზამენჰოფი, ლუდვიკ ლაზარ — ესპერანტოს შემქმნელი

1930 : ვლადიმერ მაიაკოვსკი — რუსი მწერალი

1935 : ჯუღელი, სიმონ — პროფესიონალი რევოლუციონერი

1986 : ბოვუარი, სიმონა დე — ფრანგი მწერალი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი

მარიამ მეგვიპტელი – მოძრავია; აღინიშნება დიდმარხვის მე-5 კვირას

გერონტი და ვასილიდი

მართალი აქაზი

ღირსი მაკარი

აგრეთვე:

საქართველო : ქართული ენის დღე

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way