USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
14 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  541

14 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 226-ე დღე (ნაკიან წლებში – 227-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 139 დღე.

დღის მოვლენები

1385 : ალჟუბაროტის ბრძოლაში პორტუგალიელები ამარცხებენ კასტილიელებს.

1598 : იელოუ-ფორდის ბრძოლაში ირლანდიელები ჰიუ ონილის მეთაურობით ამარცხებენ ინგლისელებს.

1848 : ორეგონის ტერიტორიის ორგანიზაცია მოხდა აშშ-ში კონგრესის აქტით.

1885 : იაპონიაში პირველი პატენტი გაიცა - უჟანგავი საღებავისთვის.

1893 : საფრანგეთში ავტომანქანების რეგისტრაცია შემოიღეს.

1908 : პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა ფოკსტონში, ინგლისი.

1912 : აშშ-ის მარინები იჭრებიან ნიკარაგუაში სამი წლის წინ მოყვანილი აშშ-ის მარიონეტი მთავრობის მხარდასაჭერად.

1917 : რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ II-ის ოჯახი გადაასახლეს ციმბირში.

1930 : საბჭოთა კავშირის მთავრობამ მიიღო დადგენილება „საყოველთაო აუცილებელი დაწყებითი განათლების“ შესახებ.

1935 : აშშ-ის სოციალური დაზღვევის აქტი შედის ძალაში, რომლის მიხედვით შეიქმნა სამთავრობო საპენსიო სისტემა.

1936 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი.

1936 : ბოლო სახალხო სასჯელის აღსრულება აშშ-ში - რეინი ბეთი ჩამოახრჩვეს ოუენსბოროში, კენტუკი.

1936 : პირველად ოლიმპიურ თამაშებში შეიტანეს კალათბურთი.

1941 : დიდი ბრიტანეთი და აშშ ხელს აწერენ ატლანტის ქარტიას.

1945 : იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო ხელს აწერს ქვეყნის უპირობო კაპიტულაციას.

1947 : პაკისტანი დამოუკიდებელი ხდება ბრიტანეთის ინდოეთის იმპერიისგან და უერთდება დომინიონის თანამეგობრობას.

1969 : ბრიტანეთის ჯარები განლაგდა ჩრდილოეთ ირლანდიაში.

1971 : ბაჰრეინი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1980 : ლეჰ ვალენსა იწყებს გაფიცვის კამპანიას გდანსკში, პოლონეთის საპორტო ქალაქში.

2003 : ფართომასშტაბიანი ელექტროენერგიის კრიზისი ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-სა და კანადაში.

2010 : სინგაპურში გაიხსნა ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადა (2010), პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, 3,531 ათლეტით 204 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან.

2014 :

ნანა ძაგნიძემ ტრომსეში გამართულ 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლესი რადა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

2018 : გენუაში პონტე-მორანდის ხიდის ჩამონგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

1297 : ჰანაზონო — იაპონიის იმპერატორი

1540 : მაგნუსი — ლოვონიის მეფე

1688 : ფრიდრიხ ვილჰელმ I (პრუსია) — პრუსიის მეფე

1740 : პუის VII — რომის პაპი

1771 : სერ უოლტერ სკოტი — ინგლისელი მწერალი (გ.1832)

1862 : პრუსიელი, ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ — გერმანიის საიმპერიო სამხედრო ფლოტის გროსადმირალი

1851 : ჰოლიდეი, დოკ — ველური დასავლეთის ამერიკელი მსროლელი და აზარტული მოთამაშე (გ.1887)

1867 : გოლსუორი, ჯონ — ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1876 : ობრენოვიჩი, ალექსანდრე — სერბეთის მეფე

1933 : ერნსტი, რიხარდ — შვეიცარელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1933 : ჯულიეტა ვაშაყმაძე — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი

1945 : მარტინი, სტივ — ამერიკელი მსახიობი

1959 : ჯონსონი, მეჯიქ — ამერიკელი კალათბურთელი

1966 : ბერი, ჰოლი — ამერიკელი მსახიობი

1973 : ოკოჩა, ჯეი ჯეი — ნიგერიელი ფეხბურთელი

1977 : ხამაშურიძე, ბესიკ — ქართველი მორაგბე

ამ დღეს გარდაცვლილნი

582 : ტიბერიუს II — ბიზანტიის იმპერატორი

1204 : მინამოტო ნო იორიე — იაპონელი სიოგუნი

1430 : ფილიპე I — ბრაბანტის ჰერცოგი

1433 : ჟუან I — პორტუგალიის მეფე

1464 : პიუს II — რომის პაპი

1956 : ბერტოლტ ბრეხტი — გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე

2004 : მილოში, ჩესლავ — პოლონელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი

2012 : სერგეი კაპიცა — რუსი და საბჭოთა მეცნიერი, ტელეწამყვანი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

შვიდი მაკაბელი მოწამე: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი

პერგეში წამებული ცხრა მოწამე: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати