USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
13 წლის გოგოს შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - დაკავებული მოქმედი ჯარისკაცია
თარიღი:  

შანტაჟი ინტიმური ფოტოებით - მოქმედი ჯარისკაცი 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 23 წლის კაცი, სკოლის მოსწავლეს  ინტიმური ფოტოების და ვიდეოს  გადაღებას  აიძულებდა. პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს კი სოციალურ ქსელში აგზავნინებდა და შემდეგ აშანტაჟებდა.

გამოძიების ინფორმაციით, თუ ბავშვი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა,  ჯარისკაცი მოზარდს  სკოლასთან დახვედრით და ცემით ემუქრებოდა.  საზარელი  ამბავი ბავშვის  დედამ შეიტყო და პოლციიას მიმართა - მოძალადის დასაკავებლად მისულმა სამართალდამცველებმა  კი მის მობილურში პირადი ცხოვრების ხასიათის ათობით  კადრი აღმოაჩინა, ამიტომ შესაძლოა, 23 წლის კაცს ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. 

23 წლის კაცი უკვე დაკავებულია და სასჯელს ქუთაისის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ მიმოწერის დროს დაკავებულმა არ იცოდა, რომ 13 წლის მოზრდთან ჰქონდა მიმოწერა. 

ადვოკატი ამტკიცებს იმასაც, რომ "სკოლაში 17-18 წლის გოგონებიც დადიან". 

ბრალდებულს ფიზიკურად არ შეეძლო, ჰქონოდა იმის განცდა, რომ მცირეწლოვანთან (არასრულწლოვანთან) ჰქონდა კავშირი. იქ ისეთი ვიზუალური ფოტო და ვიდეო სურათებია, რომ წარმოუდგენელია, ჩვენ ის მცირეწლოვნად აღვიქვათ. თავად ბრალდებულს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ  არასრულწლოვანთან ჰქონდა ურთიერთობა. სკოლაში 17 წლისები და 18 წლის გოგოებიც და ბიჭებიც დადიან თავისთავად. გამოყენებული სიტყვა - სკოლა, იმას არ ნიშნავს, რომ მან იცოდა, რომ ბავშვი იყო ცამეტი წლის თუ 18 წლის. 
ბრალდების მხარეს დასამტკიცებელი ექნება, რამდენად გაავრცელა ჩემმა დასაცავმა პირმა აღნიშნული (ფოტო და ვიდეო მასალები). მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ საქმეში გვაქვს, ყველა ერთი და იმავეს იძახის - შემოვიდა რაღაც ვიდეო, სახე არ ჩანდა და შემდეგ მე ეს წავშალე. საიდან შემოვიდა, წყარო არ არის მითითებული. ვიდეოში რომ რაიმე ფორმით დაზარალებული იყოს, აქაც არ არის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ"- აცხადებს ალექსანდრე  კობაიძე. 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის