USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
13 ოქტომბრის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  1458

ვერძი
ზოგადი: დღე აქტიურია და სავსე მოულოდნელი შესაძლებლობებით. შენი ენერგია იზრდება და შეგიძლია გადახვიდე იმ საქმეებზე, რაც დიდხანს გადადებული გქონდა.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე ძილს და კვებას — ენერგიის ჭარბი ხარჯვა შესაძლოა გადაღლაში გადაიზარდოს.
ოჯახი: ახლობელთან გულწრფელი საუბარი გაამყარებს ურთიერთობას. მოერიდე ტონალურ დაძაბულობას.
ბიზნესი: შეიძლება გამოჩნდეს ახალი პარტნიორი ან მყიდველი, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, დააკვირდი ყველა დეტალს.
სიყვარული: დროა გულით გამოხატო გრძნობა — მეორე მხარე შენგან სითბოს ელის.
კარიერა: შენს საქმეში გამოჩნდება აღიარება და დამსახურებული შეფასება.
გაფრთხილება: ნუ იჩქარებ — დღეს მოთმინება გამარჯვების ტოლია.


კურო
ზოგადი: დღე გამოგადგება დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად. ყურადღება მიაქციე ფინანსურ დოკუმენტებს.
ჯანმრთელობა: მოერიდე ზედმეტ დატვირთვას; შენს სხეულს სჭირდება დასვენება.
ოჯახი: ოჯახის წევრი მოითხოვს შენს ჩართულობას — მოისმინე და გაუგე.
ბიზნესი: ფინანსურად სტაბილური პერიოდი გრძელდება, თუმცა რისკიანი ნაბიჯები მოარიდე.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებს; მცირე გაუგებრობას ნუ გააღრმავებ.
კარიერა: თანამშრომლებთან თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებულად შედეგიანია.
გაფრთხილება: ნუ ენდობი დაუმოწმებელ ინფორმაციას.


ტყუპები
ზოგადი: შენი კომუნიკაციური უნარი დღეს დიდ როლს ითამაშებს. ბევრს შეძლებ, თუ სწორად გადმოსცემ აზრს.
ჯანმრთელობა: მოერიდე ზედმეტ კოფეინს და ნერვულ დაძაბულობას.
ოჯახი: ოჯახური თბილი გარემო დაგეხმარება ემოციური წონასწორობის აღდგენაში.
ბიზნესი: წარმატებული შეხვედრა ან შეთავაზება მოსალოდნელია.
სიყვარული: ემოციები გაგიძლიერდება, რაც ურთიერთობას უფრო ღრმას გახდის.
კარიერა: ახალი იდეა შეიძლება კოლეგების ინტერესს გამოიწვიოს — იბრძოლე მის განხორციელებაზე.
გაფრთხილება: არ მიიღო გადაწყვეტილება ემოციებზე დაყრდნობით.


კირჩხიბი
ზოგადი: დღე მოაქვს შინაგანი სიმშვიდე და სურვილი, მოაწესრიგო პირადი სივრცე.
ჯანმრთელობა: დაისვენე მეტი და მოერიდე ნერვულ დაძაბულობას.
ოჯახი: ახლობელთან გულწრფელი საუბარი გადაგარჩენს გაუგებრობას.
ბიზნესი: დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა.
სიყვარული: ემოციები მოერევა, თუმცა ურთიერთობაში სინაზე და ნდობა გაძლიერდება.
კარიერა: უფროსთან ურთიერთობაში გამოიჩინე თავშეკავება და დიპლომატია.
გაფრთხილება: ნუ ჩაერევი სხვის კონფლიქტში — თავი შეიკავე ნეიტრალიტეტზე.


ლომი
ზოგადი: დღეს გეწვევა მოტივაცია და შთაგონება. შენი სიტყვა გავლენიანად ისმინება.
ჯანმრთელობა: შეამცირე შაქრის და ცხიმიანი საკვების მიღება.
ოჯახი: ოჯახში შენზეა დამოკიდებული ჰარმონია — გამოხატე სიყვარული.
ბიზნესი: ახალი შეთანხმება ან შემოსავალი მოაქვს რეალურ სარგებელს.
სიყვარული: ურთიერთობაში ვნებიანობა და ემოციური სიახლოვე მატულობს.
კარიერა: კოლეგების თვალში დღეს ავტორიტეტი ხარ — გამოიყენე ეს პოზიტიურად.
გაფრთხილება: არ დაუშვა ამპარტავნება — თავმდაბლობა შენს წარმატებას გააძლიერებს.


ქალწული
ზოგადი: ეს დღე დაგეხმარება წესრიგის დამყარებაში — როგორც საქმეში, ისე შინაგანი მდგომარეობაში.
ჯანმრთელობა: მიაქციე ყურადღება კუჭ-ნაწლავის სისტემას და წყლის ბალანსს.
ოჯახი: მშვიდი დიალოგი საუკეთესო შედეგს მოიტანს.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი სტრატეგიის დასაგეგმად.
სიყვარული: პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობ — დაუფასე ეს.
კარიერა: პასუხისმგებლობა და სიზუსტე დღეს შენი მთავარი იარაღია.
გაფრთხილება: ნუ იქნები ზედმეტად კრიტიკული საკუთარ თავთან.


სასწორი
ზოგადი: დღეს გელოდება ემოციურად დაბალანსებული და პროდუქტიული დღე.
ჯანმრთელობა: შეინარჩუნე ფიზიკური აქტივობა და მეტი სუფთა ჰაერი მიიღე.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან სითბო და მხარდაჭერა სუფევს.
ბიზნესი: შეთანხმება ან ახალი კონტრაქტი შენს სასარგებლოდ დასრულდება.
სიყვარული: ურთიერთობაში სიახლე და სიხარული გელოდება.
კარიერა: შენი დიპლომატიურობა დაგეხმარება სირთულეების გადალახვაში.
გაფრთხილება: ნუ გადააჭარბებ მოლაპარაკებებში თავაზიანობას — სიმტკიცეც საჭიროა.


მორიელი
ზოგადი: შენი ინტუიცია დღეს განსაკუთრებულად ძლიერია — მოუსმინე შინაგან ხმას.
ჯანმრთელობა: მოერიდე სტრესს და ემოციურ დაძაბულობას.
ოჯახი: ოჯახში მცირე უთანხმოება დროებითია — სიმშვიდე შენს მხარესაა.
ბიზნესი: შესაძლებელია ახალი პროექტის დაწყება, რომელიც მომავალში მოგებას მოგიტანს.
სიყვარული: ურთიერთობაში სიღრმე და ვნება იზრდება.
კარიერა: უფროსისგან ან კოლეგისგან შენსკენ პოზიტიური ყურადღება მოდის.
გაფრთხილება: ნუ გაიხსნები ზედმეტად — არა ყველა მეგობრული ღიმილია გულწრფელი.


მშვილდოსანი
ზოგადი: დღე გაძლევს შანსს საკუთარი მიზნები ხელახლა განსაზღვრო.
ჯანმრთელობა: მეტი მოძრაობა და მზეზე ყოფნა ენერგიას დაგიბრუნებს.
ოჯახი: ოჯახთან ერთად გატარებული დრო შენს განწყობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ბიზნესი: შეიძლება დაგიკავშირდეს ძველი პარტნიორი ახალი იდეით — ყურადღებით მოისმინე.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი თავისუფლება და ნდობა გჭირდება.
კარიერა: პროფესიულად აღიარება ახლოსაა — მოემზადე ახალი ეტაპისთვის.
გაფრთხილება: ნუ გადადებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს — დრო ფასეულია.


თხის რქა
ზოგადი: პრაქტიკული ნაბიჯები დღეს შედეგიანად იმუშავებს.
ჯანმრთელობა: მოერიდე გადაღლას და სამუშაო საათების გადაჭარბებას.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მიიღებ საჭირო მხარდაჭერას.
ბიზნესი: მატერიალური საკითხები სტაბილურდება, მოსალოდნელია მცირე მოგება.
სიყვარული: ურთიერთობაში სიმშვიდე და თანასწორობა სუფევს.
კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა ყურადღების მიღმა აღარ დარჩება.
გაფრთხილება: ნუ აიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს გაუმარტივო.


მერწყული
ზოგადი: დღეს იბადება ახალი იდეა, რომელიც მომავალში სერიოზულ პროექტად გადაიქცევა.
ჯანმრთელობა: მოერიდე გადაღლას და ტექნიკასთან დიდხანს ყოფნას.
ოჯახი: მეგობრული გარემო და მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებულად გაგახარებს.
ბიზნესი: ექსპერიმენტული მიდგომა მოგცემს წარმატების შანსს.
სიყვარული: ურთიერთობაში სიხალისე და სიახლე შეიტანე.
კარიერა: კარიერული წინსვლის შანსი ახლოსაა — გამოიყენე თავდაჯერებულად.
გაფრთხილება: ნუ შეაფასებ მოვლენებს ზედაპირულად — სიღრმისეულად დაინახე სურათი.


თევზები
ზოგადი: დღე მშვიდია, თუმცა მოითხოვს თვითრეფლექსიას და შინაგან დისციპლინას.
ჯანმრთელობა: მეტი სუფთა ჰაერი და წყალი სხეულს დააბალანსებს.
ოჯახი: ემოციური მხარდაჭერა და თანაგრძნობა დღეს მთავარი თემაა.
ბიზნესი: მუშაობაში მცირე დაგვიანება ან შეფერხება მოსალოდნელია, მაგრამ შედეგი მაინც დადებითი იქნება.
სიყვარული: რომანტიკული განწყობა გაძლიერდება და ურთიერთობაში სითბო მოიმატებს.
კარიერა: მოემზადე ახალი შეთავაზებისთვის, რომელიც შეიძლება მოულოდნელად მივიდეს.
გაფრთხილება: ნუ შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს ნაკლებად — დროა ირწმუნო საკუთარი ძალა.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати