USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
13 ოქტომბერი: კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი
дата:  783

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„აჭარაში 207დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში - 168 , იმერეთში -117 შემთხვევა დადასტურდა, გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა გვაქვს , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

13 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 პაციენტი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში 102 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც  მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, 9 ადამიანიდან 5 აჭარაში დაიღუპა, დანარჩენებზე კი აღნიშნა, რომ მონაცემები არ აქვს. მისივე ინფორმაციით, 9-ვე დაღუპულის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати