USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
13 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  951

13 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 317-ე დღე (ნაკიან წლებში – 318-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 48 დღე.

დღის მოვლენები

  • 1002 : ინგლისის მეფე ეთერლედმა ქვეყანაში ყველა დანიელის მოკვლა ბრძანა, რაც დღეს წმინდა ბრაისის დღის ხოცვად მოიხსენიება.
  • 1841 : ჯეიმზ ბრეიდი პირველად აკვირდება ცხოველთა მაგნეტიზმს, მოვლენა, რომელსაც ის მოგვიანებით ჰიპნოზს უწოდებს.
  • 1851 : ამოქმედდა სატელეგრაფო ხაზი ლონდონსა და პარიზს შორის.
  • 1864 : საბერძნეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.
  • 1887 : სისხლიანი კვირის შეტაკებები ცენტრალურ ლონდონში.
  • 1927 : ჰოლანდიის გვირაბი გაიხსნა მგზავრებისთვის, რითაც პირველი სატრანსპორტო ჰუძონსქვეშა გვირაბი გახდა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკს შორის.
  • 1950 : გენერალი კარლოს დელგადო შალბო მოკლეს კარაკასში, ვენესუელა.
  • 1954 : ბრიტანეთმა საფრანგეთი დაამარცხა რაგბის ლიგის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში პარიზში 30000 მაყურებლის წინ.
  • 1961 : ვლადიმირ სემიჩასნიმ ალექსანდრე შელეპინი შეცვალა კაგებეს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
  • 1971 : მარსის ირგვლივ ტრაექტორიის შემოწერით ამერიკული კოსმოსური ზონდი „მარინერ 9“ პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას შემოუფრინა.
  • 1990 : უორლდ უაიდ უები (უუუ - WWW) პირველად ამოქმედდა.
  • 1994 : შვედეთის ამომრჩევლებმა რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტეს.
  • 2003 : ჩინეთის მთავრობამ ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო.
  • 2007 : ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა ოფიციალურად გადმოვიდა საქართველოს სრულ განკარგვაში
  • 2010 : მიანმარის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
  • 2015 : პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
  • 2016 :
    • იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს.
    • რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1312 : ედუარდ III — ინგლისის მეფე (1327—1377), რომლის ამბიციებმა საფრანგეთის მმართველობაზე გამოიწვია ასწლიანი ომი
  • 1850 : რობერტ ლუის სტივენსონი — ინგლისელი მწერალი;
  • 1885 : კესელრინგი, ალბერტ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე;
  • 1955: ვუპი გოლდბერგი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1974: კერი სეიდლარი — შვეიცარიელი მხატვარი და არქიტექტორი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 867: ნიკოლოზ I — რომის პაპი (დ. 820)
  • 1868 : ჯოაკინო როსინი — იტალიელი კომპოზიტორი.
  • 1903: კამილ პისარო — ფრანგი მხატვარი. (დ. 1830 )
  • 1974: ვიტორიო დე სიკა — იტალიელი კინორეჟისორი და მსახიობი. (დ. 1901)
  • 2009 : არმენ ტახტაჯიანი — საბჭოთა ბოტანიკოსი (დ. 1910)
  • 2014 : კახა ბენდუქიძე - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • 100 000 მოწამე თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი
    • წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელი და არისტობულე- სამოცდაათთაგანნი
    • წმინდა ეპიმაქო
    • ღირსი მავრა
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის