USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
13 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  418

13 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 317-ე დღე (ნაკიან წლებში – 318-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 48 დღე.

 

დღის მოვლენები

1002 : ინგლისის მეფე ეთერლედმა ქვეყანაში ყველა დანიელის მოკვლა ბრძანა, რაც დღეს წმინდა ბრაისის დღის ხოცვად მოიხსენიება.

1841 : ჯეიმზ ბრეიდი პირველად აკვირდება ცხოველთა მაგნეტიზმს, მოვლენა, რომელსაც ის მოგვიანებით ჰიპნოზს უწოდებს.

1851 : ამოქმედდა სატელეგრაფო ხაზი ლონდონსა და პარიზს შორის.

1864 : საბერძნეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.

1887 : სისხლიანი კვირის შეტაკებები ცენტრალურ ლონდონში.

1927 : ჰოლანდიის გვირაბი გაიხსნა მგზავრებისთვის, რითაც პირველი სატრანსპორტო ჰუძონსქვეშა გვირაბი გახდა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკს შორის.

1950 : გენერალი კარლოს დელგადო შალბო მოკლეს კარაკასში, ვენესუელა.

1954 : ბრიტანეთმა საფრანგეთი დაამარცხა რაგბის ლიგის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში პარიზში 30000 მაყურებლის წინ.

1961 : ვლადიმირ სემიჩასნიმ ალექსანდრე შელეპინი შეცვალა კაგებეს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

1971 : მარსის ირგვლივ ტრაექტორიის შემოწერით ამერიკული კოსმოსური ზონდი „მარინერ 9“ პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას შემოუფრინა.

1990 : უორლდ უაიდ უები (უუუ - WWW) პირველად ამოქმედდა.

1994 : შვედეთის ამომრჩევლებმა რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტეს.

2003 : ჩინეთის მთავრობამ ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პროცესი დაიწყო.

2007 : ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა ოფიციალურად გადმოვიდა საქართველოს სრულ განკარგვაში

2010 : მიანმარის ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.

2015 : პარიზში, ტერორისტული აქტების შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

2016 :

იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს.

რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

2022 :

ნატაშა პირც-მუსარი სლოვენიის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.

სტამბოლის თავისუფლების გამზირზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაიღუპა 6 და დაიჭრა 53 პირი.

ამ დღეს დაბადებულნი

1312 : ედუარდ III — ინგლისის მეფე (1327—1377), რომლის ამბიციებმა საფრანგეთის მმართველობაზე გამოიწვია ასწლიანი ომი

1850 : რობერტ ლუის სტივენსონი — ინგლისელი მწერალი;

1885 : კესელრინგი, ალბერტ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე;

1955: ვუპი გოლდბერგი — ამერიკელი მსახიობი.

1974: კერი სეიდლარი — შვეიცარიელი მხატვარი და არქიტექტორი.

1992: მაქსიმ პოდჰოლიუზინი ― ესონელი ფეხბურთელი

1999: ლანდო ნორისი ― ბელგიელი-ბრიტანელი ავტომრბოლელი[1]

2002: ემა რადუკანუ ― ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელი[2]

ამ დღეს გარდაცვლილნი

867: ნიკოლოზ I — რომის პაპი (დ. 820)

1868 : ჯოაკინო როსინი — იტალიელი კომპოზიტორი.

1903: კამილ პისარო — ფრანგი მხატვარი. (დ. 1830 )

1974: ვიტორიო დე სიკა — იტალიელი კინორეჟისორი და მსახიობი. (დ. 1901)

2009 : არმენ ტახტაჯიანი — საბჭოთა ბოტანიკოსი (დ. 1910)

2014 : კახა ბენდუქიძე - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

100 000 მოწამე თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი

წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელი და არისტობულე- სამოცდაათთაგანნი

წმინდა ეპიმაქო

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის