USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
13 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  691

13 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 133-ე დღე (ნაკიან წლებში - 134-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 232 დღე.

დღის მოვლენები

  • 1830 : ეკვადორი დამოუკიდებელი ხდება.
  • 1836 : რუსეთში პირველი რკინიგზის ხაზის პეტერბურგი-ცარსკოე სელო-პავლოვსკის მშენებლობა დაიწყო.
  • 1846 : 1846 : აშშ-ის მიერ ტეხასის ანექსიის გამო წარმოქმნილი უთანხმოების გამო აშშ-მა მექსიკას ომი გამოუცხადა.
  • 1865 : ოდესაში დაარსდა ნოვოროსიის უნივერსიტეტი.
  • 1880 : მენლოს პარკში (ნიუ-ჯერსი) თომას ედისონმა პირველი ელექტრო რკინიგზა გამოსცადა.
  • 1888 : იზაბელა I-მა ხელი მოაწერა ოქროს კანონს, რითაც ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
  • 1912 : ბრიტანეთში ჩამოყალიბდა სამეფო საჰაერო ძალები.
  • 1913 : იგორ სიკორსკი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ოთხძრავიანი თვითმფრინავის პილოტაჟი მოახდინა.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: გერმანია საფრანგეთს ესხმის თავს.
  • 1960 : კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო თემთა პალატის არაამერიკული საქმიანიობის კომიტეტის ვიზიტთან დაკავშირებით. სტუდენტთა დაპატიმრებას მოჰყვა სიტყვის თავისუფლების მოძრაობის დაარსება.
  • 1966 : გამოვიდა როლინგ სტოუნზის ალბომი „Paint it Black“.
  • 1967 : ზაქირ ჰუსეინი ინდოეთის მესამე პრეზიდენტი გახდა - ინდოეთის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი.
  • 1981 : წმინდა პეტრეს მოედანზე განხორციელდა თავდასხმა რომის პაპზე.
  • 1981 : თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის თასების თასის მფლობელი.
  • 1991 : საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გარდაიქმნა აგრარულ უნივერსიტეტად.
  • 1991 : კომპანია „Apple“-მა გასაყიდად გამოუშვა „Macintosh System 7.0“.
  • 2005 : ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტა: უზბეკეთის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ანდიჟანში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.
  • 2009 : ევროკომისიამ ნახევარგამტარების მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ კორპორაციას Intel რეკორდული (€1,06 მილიარდი) ჯარიმა დაუწესა ანტიკონკურენციული პრაქტიკისთვის.
  • 2010 : კორპორაცია „Google“-ის სერვისმა „Google Translate“ საკუთარ ლექსიკონს ქართული ენა დაუმატა.
  • 2017 : ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1655 : ინოკენტი XIII — რომის პაპი (გ.1724)
  • 1792 : პიუს IX — რომის პაპი (გ.1878)
  • 1809 : ჯუსტი, ჯუზეპე — იტალიელი პოეტი (გ.1850)
  • 1840 : დოდე, ალფონს — ფრანგი მწერალი.
  • 1900 : ღვალაძე, ევგენ — იურისტი, ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (გ.1937)
  • 1936 : ქარჩხაძე, ჯემალ — ქართველი მწერალი.
  • 1950 : უანდერი, სტივ — ამერიკელი მუსიკოსი.
  • 1969 : ბაკეტჰედი — ამერიკელი მუსიკოსი.
  • 1986 : პეტინსონი, რობერტ — ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1956 : ალექსანდრე ფადეევი — რუსი მწერალი.
  • 1961 : გერი კუპერი — ამერიკელი მსახიობი (დ. 1901)
  • 1985 : დოღონაძე, რევაზ — ქართველი მეცნიერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იაკობ ზებედესი
    • დონატ ეპისკოპოსი
    • მოწამე მაქსიმე
    • ეგნატე ბრიანჩანინოვი
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way