USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
13 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  464

13 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 164-ე დღე (ნაკიან წლებში — 165-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 201 დღე.

დღის მოვლენები

1373 : ინგლისმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს მოკავშირეობის ხელშეკრულებას რომელიც დღემდე მოქმედებს. (მსოფლიოში უძველესი მოქმედი ხელშეკრულება)

1782 : შვეიცარიაში დაფიქსირდა უკანასკნელი სიკვდილით დასჯა ჯადოქრობის ბრალდებით. (დასაჯეს ანნა ჰელდი)

1860 : დაარსდა რუსეთის სახელმწიფო ბანკი

1892 : კიევში ამოქმედდა რუსეთის იმპერიაში პირველი ელექტრო ტრამვაის ხაზი.

1917 : გამოცხადდა უკრაინის ავტონომია.

1920 : აშშ-ს საფოსტო სამსახურმა დაადგინა წესი, რომლის მიხედვით იკრძალებოდა ბავშვების გაგზავნა ამანათის სახით.

ჟენევაში გაიხსნა ფემინისტების საერთაშორისო კონგრესი.

1934 : ვენეციაში შეხვდნენ ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი.

1942 : აშშ-ს პრეზიდენტმა ბენჯამინ ფრანკლინმა მიიღო გადაწყვეტილება სტრატეგიული სამსახურის სამმართველოს ჩამოყალიბების შესახებ, დღეს ეს ორგანიზაცია ცნობილია როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.

1944 : პირველად გამოიყენეს გერმანული ფრთოსანი რაკეტები „ფაუ-1“.

1949 : კალიფორნიის უნივერსიტეტმა აიძულა თავისი ყველა პედაგოგი და მომსახურე პერსონალი დაედოთ ანტიკომუნისტური ფიცი.

1958 : ამუშავდა პირველი ჩინური ექსპერიმენტალური ატომური რეაქტორი.

1966 : რომის პაპმა პავლე VI-მ გააუქმა „აკრძალული წიგნების ინდექსი“ რომელიც პავლე IV ჯერ კიდევ 1557 წელს შემოიღო.

1982 : ფაჰდი გახდა საუდის არაბეთის მეფე.

2000 : ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები.

2007 : შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც მეორე რაუნდში მისმა ორივე ოპონენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

2008 : ირლანდიელმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმში უარი თქვეს ლისაბონის ტრაქტატის მიღებაზე, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ევროპის კავშირის რეფორმის პროგრამა.

2009 : ირანის საარჩევნო კომისიის ცნობით პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მეორე ვადით აირჩიეს.

2015 : მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

2016 : ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 53 ადამიანი.

2017 : ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016-2017 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა.

2021 : ნაფთალი ბენეთი ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1808 : პატრიკ მაკ-მაჰონი — საფრანგეთის პრეზიდენტი

1831 : მაქსველი, ჯეიმზ კლარკ — შოტლანდიელი ფიზიკოსი (გ. 1879)

1865 : იეიტსი, უილიამ ბატლერ — ირლანდიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1923 (გ. 1939)

1899 : ჩავესი, კარლოს — მექსიკელი კომპოზიტორი (გ. 1978)

1940 : ბან კი-მუნი — 2007 წლიდან გაეროს გენერალური მდივანი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1948 : დაზაი ოსამუ — იაპონელი მწერალი (დ. 1909)

1986 : გუდმენი, ბენი — ამერიკელი მუსიკოსი (დ. 1909)

1992 : ბანძელაძე, ალექსანდრე — ქართველი მხატვარი

2013 : გიგა ლორთქიფანიძე — ქართველი მსახიობი და რეჟისორი (დ. 1927)

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მოციქული ერმი

წმინდა ერმი

წმინდა ფილოსოფოსი

მაგი (მოგვი)

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის