USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
13 ივლისის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  1436

ვერძი

ზოგადი მოლოდინი: დღე მოგთხოვს მეტ დისციპლინას და მოთმინებას – იმპულსურ მოქმედებებს არ მოჰყვება სასურველი შედეგი.
ჯანმრთელობა: ზედმეტი ენერგიის გამო, შესაძლოა გაჩნდეს დაღლილობის ეფექტი კუნთებში – გადანაწილება დაგეხმარება.
ოჯახი: ოჯახში თქვენი წამყვანი პოზიცია საჭირო გახდება – მოუსმინე და შემდეგ იმოქმედე.
ბიზნესი: კარგი დროა დოკუმენტური ან იურიდიული საკითხების გასარკვევად.
სიყვარული: ემოციური თანაფარდობა მოითხოვს ნაკლებად აგრესიულ ენას – გრძნობები და ფაქტები ერთად გამოიყენე.
კარიერა: ხელმძღვანელობა ელოდება სტაბილურ და მოსაგვარებელ ნაბიჯებს – იყავი მიზანმიმართული.


კურო

ზოგადი მოლოდინი: შენი ბუნებრივი მოთმინება და პრაქტიკულობა დღეს გამოგადგება – გარემოება შენს მხარეს იქნება, თუ არ იჩქარებ.
ჯანმრთელობა: წელისა და ხერხემლის სტაბილურობა მოითხოვს მსუბუქ აქტივობას.
ოჯახი: ფინანსური საკითხები ოჯახში განხილვის საგანი გახდება – იყავი ზომიერი და ღია.
ბიზნესი: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მომგებიანია გრძელვადიანი შეთანხმებების დასაგეგმად.
სიყვარული: საიმედო ურთიერთობის შენარჩუნება მოითხოვს მოთმინებასა და პასუხისმგებლობას.
კარიერა: დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პროდუქტიული შეხვედრები – იყავი პუნქტუალური.


ტყუპი

ზოგადი მოლოდინი: მრავალმხრივი აზროვნება დაგეხმარება რთული საკითხის გადაჭრაში – თუ ვერ იპოვნი პასუხს, იპოვი უკეთეს კითხვას.
ჯანმრთელობა: დაისვენე გონებრივად – ინფორმაციული გადატვირთვა შენს ეფექტურობას შეამცირებს.
ოჯახი: ოჯახური საუბრები სერიოზული ხასიათის იქნება – გამოიყენე ანალიტიკური მიდგომა.
ბიზნესი: კონტრაქტების გადახედვა და რისკების შეფასება დღის დღის წესრიგში იქნება.
სიყვარული: ურთიერთობაში სიცხადე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იუმორი – არ აურიო როლები.
კარიერა: შეიძლება მიიღო ახალი დავალება, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივობას – ნუ შეშინდები, ეს შენი სტიქიაა.


კირჩხიბი

ზოგადი მოლოდინი: ემოციური ფონი შენს კონტროლს ემორჩილება, რაც იშვიათი და პროდუქტიული კომბინაციაა.
ჯანმრთელობა: კუჭ-ნაწლავის რეგულირება მნიშვნელოვანია – მოერიდე ზედმეტს.
ოჯახი: საოჯახო სტაბილურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დააფასებ თითოეულ მცირე დეტალს.
ბიზნესი: კონსერვატიული სტრატეგია დღეს სჯობს თავბრუდამხვევ იდეებს.
სიყვარული: გრძნობების კონტროლი დაგეხმარება არა მათ ჩახშობაში, არამედ სწორად გამოხატვაში.
კარიერა: დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოულოდნელი წინადადება – გადაწყვეტილება უნდა იყოს გათვლილი.


ლომი

ზოგადი მოლოდინი: ხასიათში შემოიჭრება თავდაჭერილობა, რაც გაგიკვირდება, მაგრამ გამოგადგება.
ჯანმრთელობა: მუხლები და სახსრები საჭიროებენ შელახული ენერგიის აღდგენას – გაწელვები და სითბო.
ოჯახი: ოჯახში ლიდერობა ახლავს პასუხისმგებლობას – ნუ იქნები ტონით ზედმეტად მკაცრი.
ბიზნესი: ეფექტური მოლაპარაკებების დღეა – შენი თავდაჯერება ფრთხილ გონებას შეუწყვილე.
სიყვარული: პარტნიორთან მოგიწევს პოზიციის დათმობა – ამის შემდეგ კი მიიღებ ბევრად მეტს.
კარიერა: შენი ქმედებები მიიტანე შედეგამდე – არ დატოვო საქმე დაუმთავრებელი.


ქალწული

ზოგადი მოლოდინი: პრაქტიკულობა დღეს არ იქნება მხოლოდ ჩვევა – ეს იქნება საჭიროება.
ჯანმრთელობა: სავარაუდოა სუსტი ანთებითი პროცესები – მცირე სიფრთხილე საკმარისია.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ღრმა და ეფექტური დიალოგი.
ბიზნესი: წვრილმანი სამუშაო მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას – შეცდომა შეიძლება ძვირი დაჯდეს.
სიყვარული: ნაკლები ანალიზი, მეტი სითბო – თუ არ დაგავიწყდება, ურთიერთობა განიცდის ჰარმონიას.
კარიერა: შენთვის ჩვეული შრომის ეთიკა დღეს დაფასდება – სხვების მაგალითი იქნები.


სასწორი

ზოგადი მოლოდინი: ბალანსი დღეს მიიღწევა არა გაწონასწორებით, არამედ მართებული პრიორიტეტების განსაზღვრით.
ჯანმრთელობა: შესაძლოა თავის ტკივილი – ჰიდრატაცია და სუფთა ჰაერი ეფექტურია.
ოჯახი: ოჯახში საჭირო იქნება შუამავლობა – სითბო და დიპლომატია ერთდროულად დაგჭირდება.
ბიზნესი: შეთანხმებები მოითხოვს მკაფიო პირობებს – მოერიდე ბუნდოვანებას.
სიყვარული: პირად ურთიერთობაში შეგროვილი გრძნობების გამოხატვა გააუმჯობესებს კავშირს.
კარიერა: დღეს შეძლებ წარსულში დაუსრულებელი პროექტის დაბრუნებას დღის წესრიგში.


მორიელი

ზოგადი მოლოდინი: ემოციური ენერგია გადაიქცევა ორგანიზებულ და პრაგმატულ ქმედებებში – ძლიერი პოზიცია.
ჯანმრთელობა: უნდა მიაქციო ყურადღება იმუნურ სისტემას – ცივ ნიავზე არ გაიარო.
ოჯახი: ოჯახური საიდუმლოებები შესაძლოა დღევანდელ დღეს გაიხსნას – იყავი მზრუნველი.
ბიზნესი: კარგი დროა ფარული შესაძლებლობების გააქტიურებისთვის – კონკურენციის პირობებში მაინც გაბრწყინდები.
სიყვარული: პარტნიორთან ინტერაქცია გახდება მყარი, თუ არ შეიტან ეჭვს დაუმტკიცებლად.
კარიერა: პასუხისმგებლობა დღეს იზრდება – მაგრამ შენ გაქვს რესურსი, რომ წონიანად გაუმკლავდე.


მშვილდოსანი

ზოგადი მოლოდინი: დღეს მეტი დაფიქრებულობა და ნაკლები სპონტანურობა მოგიტანთ სასურველ შედეგს.
ჯანმრთელობა: მხრების დაძაბულობა შესაძლოა გადატვირთული გონებრივი პროცესების შედეგი იყოს.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან დროის გატარება მოგცემს ემოციურ ბალანსს – ნუ იგნორირებ მათ ყოფნას.
ბიზნესი: შესაძლებელია მოგების ანაზღაურება წარსულში გაწეული სამუშაოსთვის.
სიყვარული: პარტნიორთან სერიოზული თემების განხილვა ამ დღის შესაფერისია.
კარიერა: მოკლევადიანი ნაბიჯი არ შეაფერხოს გრძელვადიანი ხედვა – დაიცავი სამომავლო სტრატეგია.


თხის რქა

ზოგადი მოლოდინი: დღე შენს სტიქიაშია – პრაქტიკულობა, თავშეკავება და პრინციპულობა იძლევა შედეგს.
ჯანმრთელობა: მოუსმინე სხეულს – თუ დაღლილი ხარ, ამის იგნორირება შეცდომაა.
ოჯახი: ოჯახური სტრუქტურის გამყარება შესაძლებელია შენი ინიციატივით.
ბიზნესი: ფინანსური დოკუმენტების მოწესრიგება სასარგებლო იქნება.
სიყვარული: ურთიერთობის გამყარება შეგიძლია, თუ ემოციებს და გეგმებს გააწონასწორებ.
კარიერა: დიდაქტიკური მიდგომა დღეს შეიძლება სასარგებლო იყოს – მაგრამ მხოლოდ მაგალითით.


მერწყული

ზოგადი მოლოდინი: ღრმა ფიქრები გადანაცვლდება მოქმედებაში – იდეის რეალიზაცია მოითხოვს მოთმინებას.
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემა მგრძნობიარეა – სტრესი თავიდან აიცილე.
ოჯახი: ოჯახური საკითხები მოითხოვს ინოვაციურ მიდგომას – მაგრამ ტრადიციების გათვალისწინებით.
ბიზნესი: კოლექტიური საქმიანობა წარმატებულია, თუ დაიცავ დისციპლინას.
სიყვარული: ინტელექტუალური კავშირი გაღრმავდება, თუ დაუთმობ დროს ნაზი დიალოგისთვის.
კარიერა: იდეა, რომელიც გუშინ გაუგებარი იყო, დღეს შესაძლოა საჭირო გახდეს – იმოქმედე მშვიდად.


თევზები

ზოგადი მოლოდინი: ემოციური სიღრმე დღეისთვის ჩვეულებრივზე მეტად კონსტრუქციულია – გამოიყენე ინტუიცია.
ჯანმრთელობა: საძილე რეჟიმის მოწესრიგება აუცილებელია.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა მოგიწიოს მორალური მხარდაჭერის გაწევა – იყავი მსმენელი.
ბიზნესი: შემოქმედებითი სფეროებში წარმატება მოსალოდნელია – დაუბრუნდი დაგეგმილ პროექტს.
სიყვარული: პარტნიორთან სულიერი კავშირი დღითიდღე სიღრმავდება – მაგრამ საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას.
კარიერა: ცვლილებები გარემოში არ უნდა შეგაშინოს – შენთან არის რწმენა და მდგრადობა.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати