USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
13 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  394

13 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 194-ე დღე (ნაკიან წლებში – 195-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 171 დღე.

დღის მოვლენები

  • 1822 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ბერძნები ამარცხებენ ოსმალებს თერმოფილესთან.
  • 1837 : ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ბუკინგების სასახლეში გადადის და მისი პირველი ბინადარი მონარქი ხდება.
  • 1878 : ბერლინის ხელშეკრულება - ევროპის სუპერსახემწიფოები ბალკანეთის რუკას ხელახლა ხაზავენ: სერბია, მონტენეგრო და რუმინეთი ოსმანთა იმპერიისგან დამოუკიდებლები ხდებიან.
  • 1908 : ქალები პირველად მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ შეჯიბრში.
  • 1923 : ჰოლივუდის წარწერა ოფიციალურად გაიხსნა ჰოლივუდის მაღლობზე, ლოს-ანჯელესში. თავდაპირველად მასზე ეწერა „Hollywoodland“, თუმცა ბოლო ოთხი ასო 1949 წლის განხლებისას ჩამოაშორეს.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი - მონტენეგროელები იწყებენ პირველ საყოველთაო აჯანყებას ევროპაში ნაცისტურ მოკავშირეთა წინააღმდეგ.
  • 1948 : კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები შეთანხმებას აღწევენ, რასაც შედეგად ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის რანგში აყვანა მოჰყვა.
  • 1977 : ნიუ-იორკ სიტი ბლეკაუტი - ქალაქს ელექტრონერგია გამოერთო 25 საათით, რასაც შედეგად არნახული ძარცვა და არეულობები მოჰყვა.
  • 1985 : Live Aid მასობრივი საქველმოქმედო კონცერტები იმართება ლონდონში, ფილადელფიაში, სიდნეისა და მოსკოვში.
  • 2000 : საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება ქართლის მოქცევის 1700 და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავი.
  • 2002 : მეხის დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 2.000 კვ.კმ-ზე მეტი ფათობის ტყე გადაწვა ორეგონსა და ჩრდ. კალიფორნიაში. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 5 სექტემბერს მოხერხდა.
  • 2008 : ევროკავშირისა და ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვის კავშირი შექმნეს.
  • 2009 : ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და თურქეთი სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას დებენ ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე.
  • 2014 : მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გერმანიის ეროვნული ნაკრები გახდა.
  • 2016 : დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • ძვ. წ. 100 : გაიუს იულიუს კეისარი — ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1863 : შმერლინგი, ოსკარ — ფერმწერი და გრაფიკოსი.
  • 1888 : სანდრო შანშიაშვილი — ქართველი მწერალი (გ. 1979)
  • 1894 : ბაბელი, ისააკ — უკრაინელი მწერალი (გ.1940)
  • 1936 : ვაჟა აზარაშვილი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1940 : სტიუარტი, პატრიკ — ამერიკელი მსახიობი
  • 1942 : ფორდი, ჰარისონ — ამერიკელი მსახიობი
  • 1954 : აკსუ, სეზენ — თურქი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1645 : მიხეილ I — რუსეთის ცარი.
  • 1900 : ბახტაძე, ილია — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (დ.1859)
  • 1951 : შონბერგი, არნოლდ — ავსტრიელი კომპოზიტორი (დ.1874)
  • 1952 : ასპისოვი, ნიკოლოზ — საბჭოთა ოტოლარინგოლოგი. (დ.1877)
  • 1954 : კალო, ფრიდა — მექსიკელი ფერმწერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დინარ დედოფალი
    • კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი – სვეტიცხოვლობა
რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.