USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
13 იანვარი: კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი
Date:  481

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინფომრაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი, ჩატარდა 19 438 ტესტირება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way