USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
13 გასროლა თბილისის ცენტრში - ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
дата:  

13 გასროლა თბილისის ცენტრში - მოკლულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირი. 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ სააცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. კაცს სასიკვდილო ჭრილობები თავსა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულმა მამაკაცმა ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა.

საქართველოს შს სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати