საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 942 ადამიანი.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მთავრობაში ამბობენ, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.
26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 189 726 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 158 183 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 790 გარდაიცვალა.