USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
13 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

13 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 347-ე დღე (ნაკიან წლებში – 348-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 18 დღე.

დღის მოვლენები

1545 : ტრიდენტის საბჭო გაიხსნა, ტრიდენტში (ამჟ. ტრენტო), იტალია.

1577 : სერ ფრენსის დრეიკი პლიმუთიდან, ინგლისი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს.

1642 : აბელ ტასმანმა ახალ ზელანდიას მიაღწია.

1769 : დართმუზის კოლეჯი დააარსა ბერმა ელეაზარ უილოკმა, მეფე ჯორჯ III-ის სამეფო ქარტიით, სამეფო გუბერნატორის, ჯონ ვენთუორზის, მიერ ნაბოძებ მიწაზე.

1922 : ბაქოში საბჭოების პირველ ამიერკავკასიის ყრილობაზე 1922 წლის 12 მარტს შექმნილი ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირი გარდაიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკად.

1937 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი - ნანკინის ბრძოლა იაპონელების გამარჯვებით მთავრდება.

1949 : ქნესეთში კენჭი უყარეს ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმში გადატანას.

1959 : არქიეპისკოპოსი მაკარიოსი კვიპროსის პირველი პრეზიდენტი ხდება.

1974 : მალტა რესპუბლიკურ წყობაზე გადავიდა.

1996 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.

1981 : გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი პოლონეთში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს „სოლიდარობის“ მიერ კომუნიზმის დამხობის შიშით.

2002 : ევროკავშირი აცხადებს კვიპროსის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის წევრობას 2004 წლის 1 მაისიდან.

2003 : კოალიციის ჯარებმა ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მისივე მშობლიურ ქალაქ თიქრითთან შეიპყრეს (ოპერაცია „წითელი განთიადი“).

2009 : აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარე პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა გაიმარჯვა.

2011 : ტუნისის საკონსტიტუციო ასამბლეამ მონსეფ მარზუკი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.

2021 : კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1533 : ერიკ XIV — შვედეთის მეფე

1553 : ანრი IV — საფრანგეთის მეფე

1797 : ჰაინრიხ ჰაინე — გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი.

1873 : ვალერი ბრიუსოვი — რუსი პოეტი და კრიტიკოსი

1927 : ნოდარ ანდღულაძე — ქართველი საოპერო მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1947 : რერიხი, ნიკოლას — რუსი წარმოშობის მხატვარი (დ.1874)

1981 : ასლანიშვილი, შალვა — ქართველი მუსიკათმცოდნე

1982 : დარასელია, ვიტალი — ქართველი ფეხბურთელი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ანდრია პირველწოდებული

ვახტანგ გორგასალი

პეტრე I კათოლიკოსი

სამოელ I კათოლიკოსი

წმინდა ფრუმენტი

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way