USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
Тбилиси
13 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1106

13 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 103-ე დღე (ნაკიან წლებში - 104–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 262 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1204 : ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი
  • 1559 : ხელი მოეწერა კატო-კამბრეზიის სამშვიდობო ხელშეკრულებას. დასრულდა იტალიის ომები.
  • 1598 : საფრანგეთის მეფემ ანრი IV-მ ხელი მოაწერა ნანტის ედიქტს, რომლითაც ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
  • 1829 : ინგლისის პარლამენტმა მიიღო ემანსიპაციის აქტი, რომლითაც ინგლისელ კათოლიკეებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
  • 1919 : მიუნხენში კონტრ-რევოლუციური აჯანყება ჩაახშვეს. ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.
  • 1923 : ლონდონში გაიხსნა უემბლის სტადიონი.
  • 1941 : საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოეწერეს თავდაუსხმელობის პაქტს.
  • 1943 : ვაშინგტონში გაიხსნა ტომას ჯეფერსონის მემორიალი.
  • 1943 : ბერლინის რადიომ გამოაცხადა, რომ კატინის ტყეში აღმოაჩინა პოლონელი სამხედროების გვამები, რომლებიც ნკვდს მიერ 1940 წელს იყვნენ დახვრეტილნი.
  • 1960 : საფრანგეთმა საჰარაში გამოსცადა ატომური ბომბი.
  • 1962 : The Beatles-ის პირველი გამოსვლა.
  • 1990 : საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ნკვდს ბრალი კატინის ტყის ტრაგედიაში.
  • 2010 : ბირთვული უსაფრთხოების სამიტი შედგა ქალაქ ვაშინგტონში, რომელზეც მიღებულ იქნა ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა.
  • 2014 : ჰოვიკ აბრაჰამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1743 : ტომას ჯეფერსონი — აშშ-ს პრეზიდენტი
  • 1887 : გიორგი ახვლედიანი — ქართველი ენათმეცნიერი
  • 1904 : ალექსანდრე ჟაროვი — რუსი პოეტი
  • 1906 : ბეკეტი, სემიუელ — ირლანდიელი მწერალი
  • 1963 : გარი კასპაროვი — რუსი მოჭადრაკე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1695: ჟან ლაფონტენი — ფრანგი პოეტი
  • 1898: გიორგი ჭალადიდელი — პოეტი
  • 1946: სერგო ამაღლობელი — ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.
  • 1959: გიორგი შავგულიძე — ქართველი მსახიობი
  • 1971: სერგო ზაქარიაძე — ქართველი მსახიობი
  • 2010: ნიკო გომელაური — ქართველი მსახიობი და პოეტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იპატი ღანგრელი
    • ღირსი აპოლონი
    • აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი
    • იპატი რუთინელი

 

  • აგრეთვე:
    • ტაილანდი : სონგკრანი - ახალი წელი
Тбилиси
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
 
მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, 848 გრძივ მეტრზე ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯება.
 
პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
 
გარდა ამისა, გამგეობა აგრძელებს მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. კერძოდ, ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, დაახლოებით 26 600 კვ.მ ფართობზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати