USD 2.7010
EUR 3.1553
RUB 3.3833
Тбилиси
13 აგვისტოს ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  1680

ვერძი
ზოგადი მოლოდინი: შესაძლოა მოულოდნელი ამბავი დაგეხვედროთ, რაც დღის გეგმების შეცვლას დაგასწრებთ.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ გადაღლას და ფიზიკურ გადაჭარბებას — კუნთოვანი ტკივილები მოსალოდნელია.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან შეიძლება საჭირო გახდეს საუბარი ფინანსურ საკითხებზე.
ბიზნესი: ფინანსურ სფეროში უფრო მეტი სიფრთხილე და კონტროლი დაგჭირდებათ.
სიყვარული: დაოჯახებულებს ელის პატარ-პატარა გაუგებრობები, რომლებიც ყურადღებით და ტაქტით უნდა გადაჭრათ.
კარიერა: შესაძლოა ხელმძღვანელობამ ახალი დავალება დაგავალოთ — გამოიჩინეთ ინიციატივა და თავშეკავება.

კურო
ზოგადი მოლოდინი: სტაბილურობას ცდილობთ, თუმცა გარშემომყოფთა ქმედებები შეიძლება გაგაბნიოთ.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ძილის რეჟიმს.
ოჯახი: კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.
ბიზნესი: ფინანსურად მოსალოდნელია პროგრესი, მაგრამ დროებით გამოთიშეთ სარისკო ნაბიჯები.
სიყვარული: შესაძლოა ძველი გრძნობა დაბრუნდეს — კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ.
კარიერა: კოლეგებთან თანამშრომლობა დღის წარმატების გასაღებია.

ტყუპები
ზოგადი მოლოდინი: აქტიური და ინფორმაციული დღე გელით.
ჯანმრთელობა: გულსისხლძარღვთა სისტემა საჭიროებს ზედამხედველობას.
ოჯახი: ოჯახის წევრთან კონფლიქტის რისკია — მოსმენა აქციოს პრიორიტეტად.
ბიზნესი: კომუნიკაცია და მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა შესაძლოა სერიოზული გახდეს.
კარიერა: თქვენი ინიციატივა დღეს მნიშვნლოვანი იქნება — კოლეგებიც ამას დააფასებენ.

კირჩხიბი
ზოგადი მოლოდინი: ემოციური დღე გელით, ამიტომ ემოციების მართვა აუცილებელია.
ჯანმრთელობა: გააკონტროლეთ ნერვული სისტემა, მოერიდეთ სტრესს.
ოჯახი: ოჯახში ყურადღება მოითხოვება — ნუ გადადებთ მორალურ მხარდაჭერას.
ბიზნესი: ფინანსებში გაანალიზეთ ძველი შეთანხმებები.
სიყვარული: ემოციური სიმძაფრე გრძნობის დასუსტებას კი არა, გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
კარიერა: კოლეგებთან შეთანხმება საჭირო იქნება — სარგებელი საერთო საქმეებიდან მოვა.

ლომი
ზოგადი მოლოდინი: დინამიური და ენერგიული დღეა.
ჯანმრთელობა: კარგი დროა ფიზიკური აქტივობისთვის.
ოჯახი: ოჯახში ლიდერის პოზიციას დაიკავებთ — გამოიყენეთ ეს პოზიტიურად.
ბიზნესი: ახალი შემოთავაზება არ უნდა გამოგეპაროთ.
სიყვარული: სასიყვარულო სფეროში შანსია რომანტიკული სიურპრიზისთვის.
კარიერა: შესაძლოა შემოგთავაზონ ლიდერული პოზიცია ან პროექტი — იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

ქალწული
ზოგადი მოლოდინი: დეტალებზე კონცენტრაცია დღევანდელ წარმატებას განსაზღვრავს.
ჯანმრთელობა: მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ოჯახი: სასურველია ოჯახთან ერთად დროის გატარება — მცირე გასეირნება იდეალურია.
ბიზნესი: მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა — წინასწარ მოემზადეთ.
სიყვარული: ზედმეტი ანალიზი გრძნობებს ავნებს — დატოვეთ სივრცე სპონტანურობისთვის.
კარიერა: შესაძლებლობა გექნებათ გამოიჩინოთ საკუთარი უნარ-ჩვევები ახალ ფორმატში.

სასწორი
ზოგადი მოლოდინი: ჰარმონიის ძიება და მისი მიღწევა დღეს პრიორიტეტია.
ჯანმრთელობა: კარგი დღეა ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის.
ოჯახი: ოჯახში დაბალანსებული დიალოგი ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
ბიზნესი: პროფესიულ გარემოში მოსალოდნელია კომპრომისზე წასვლა.
სიყვარული: ურთიერთობაში დგება განმტკიცების ფაზა — იყავით გულწრფელი.
კარიერა: დღევანდელი თანამშრომლობა წარმატების მომტანია.

მორიელი
ზოგადი მოლოდინი: შიდა კონფლიქტები შეიძლება დაგიბრუნდეთ — სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.
ჯანმრთელობა: გადამეტებული შრომა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
ოჯახი: სერიოზული საუბრების დღეა — ნუ აირიდებთ პასუხისმგებლობას.
ბიზნესი: შესაძლოა საჭირო გახდეს ფინანსური გეგმების გადახედვა.
სიყვარული: ემოციური სიღრმეები ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
კარიერა: გააანალიზეთ თქვენი გავლენა სამუშაო გარემოზე — იმოქმედეთ სტრატეგიულად.

მშვილდოსანი
ზოგადი მოლოდინი: ირგვლივ ბევრი მოძრავობაა, თუმცა საჭირო იქნება ფოკუსირება მთავარ მიზნებზე.
ჯანმრთელობა: ენერგია გექნებათ, მაგრამ ფიზიკური გადაღლა დააწვება.
ოჯახი: დღევანდელი დინამიკა ოჯახში პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობაში.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი იდეების განსახორციელებლად.
სიყვარული: თავისუფლების განცდა და გულწრფელი კომუნიკაცია ურთიერთობას გააჯანსაღებს.
კარიერა: გადამწყვეტი ეტაპია — გონივრულად გამოიყენეთ შესაძლებლობები.

თხის რქა
ზოგადი მოლოდინი: პრაქტიკული და სტაბილური გადაწყვეტილებები დღეს წარმატებას განაპირობებს.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული რისკი არ იკვეთება.
ოჯახი: ოჯახის მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ — ნუ დახუჭავთ ამაზე თვალს.
ბიზნესი: სავარაუდოა კონტრაქტების ან შეთანხმებების გაფორმება.
სიყვარული: პარტნიორთან სერიოზული საუბარი დაგიდგებათ — მოემზადეთ.
კარიერა: თქვენი პრაგმატულობა მოგიტანთ შედეგს, მაგრამ მოერიდეთ ავტორიტარულ ტონს.

მერწყული
ზოგადი მოლოდინი: ინოვაციური იდეების დღეა — გაუშვით ფანტაზია თავისუფლებაზე.
ჯანმრთელობა: კარგი დროა ინტელექტუალური დასვენებისთვის.
ოჯახი: მოსალოდნელია ოჯახში მოულოდნელი სიახლე — იყავით მზად ცვლილებებისთვის.
ბიზნესი: არატრადიციულ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს მოულოდნელი სარგებელი.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა საინტერესოდ განვითარდება.
კარიერა: თამამად წარადგინეთ ახალი იდეა — შესაძლოა სწორედ ეს გახდეს თქვენი წარმატების კარიბჭე.

თევზები
ზოგადი მოლოდინი: ემოციურად დატვირთული დღე გელით, თუმცა ამავდროულად შემოქმედებითიც.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსსა და დასვენებას.
ოჯახი: ოჯახური გარემო განწყობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესი: შექმნილია ნიადაგი შემოქმედებითი პროექტების წამოსაწყებად.
სიყვარული: დღევანდელი დღე კარგია გულწრფელი საუბრისთვის.
კარიერა: გამოიყენეთ ინტუიცია რთული ამოცანების გადასაჭრელად — შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати