USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
13 აგვისტო 1921 წ - ტბილისში გროვ-გროვათ დაძრწიან ფეხშიშველი, ტანისამოს შემოფლეთილი წითელარმიელები, პირდაუბანელი და აუწერელათ ბინძურები.
дата:  281
უცნობი ავტორის (უსაფრთხოების გამო) წერილი კონსტანტინოპოლში მყოფ ქართულ პოლიტიკურ კომისიას, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, 13 აგვისტო 1921 წ.
"მოდიან არა მარტო ისინი, ვინც საქართველოს საზღვრებს გაშორდა, რადგან ვერ შეურიგდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ მოდიან ისეთი პირებიც, რომლებსაც არასოდეს არ უნახავს საქართველო დღემდის. ეს სტიქიური პროცესი საქართველოში არაქართველთა ჩამოსახლებისა რუსეთში დამდგარი შიმშილობის გამო სულ უფრო და უფრო საშიშარ სახეს იღებს. ტფილისის მცხოვრებთა რიცხვი დღითი დღე იზრდება ათი და ასი ათასობითაც კი. როგორც სარწმუნო წყაროებიდან გადმომცეს, ამჟამათ ტფილისში 890.000 მეტი მცხოვრებია და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა (რა შეაჩერებს), ძალიან მალე მილიონს წააცილებს. ქუჩაში რომ მიდიხართ ათ გამვლელში ერთ ქართველს ძლივს დაინახავთ. ქალაქში გროვ-გროვათ დაძრწიან ფეხშიშველი, ტანისამოს შემოფლეთილი წითელარმიელები, პირდაუბანელი და აუწერელათ ბინძურები. მაგრამ რუსეთიდან მოდენილი ინტელიგენცია კიდევ უფრო უნუგეშო სურათს წარმოადგენს: განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს უცნაური ხალხი თავს იტყუებს, ამ გაველურებულ, გაშიშვლებულ, დამშეულ ხალხს ჰგონია რომ მართლა მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც, მართლა ანთავისუფლებს მას, ჰქმნის რაღაცას. ერთი სიტყვით, ჩვენს თვალწინ ითქვიფება ქართველობა, დამშეული რუსეთიდან წამოსულ მღვრიე ტალღებში ინთქება და ილესება".
 
мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати