USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
13 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  608

13 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 225-ე დღე (ნაკიან წლებში – 226-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 140 დღე.

დღის მოვლენები

ძვ. წ. 3114 : მაიას კალენდრის დასაწყისი.

1099 : პასკალ II რომის პაპი გახდა.

1521 : ესპანელმა კონკისტადორმა ჰერნან კორტესმა აცტეკების სამეფოს დედაქალაქი ტენოჩტიტლანი აიღო (ახლანდელი მეხიკო).

1624 : საფრანგეთის მეფე ლუი XIII-მ კარდინალი რიშელიე დანიშნა თავის პირველ მინისტრად.

1868 : მიწისძვრა მოხდა ორი ქვეყნის – ეკვადორისა და პერუს საზღვარზე. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი.

1905 : ნორვეგიაში რეფერენდუმით შვედეთთან კავშირი გაუქმდა.

1913 : აკრობატი ოტო ვიტეს განცხადებით ის ალბანეთის მეფედ აკურთხეს.

1913 : უჟანგავი ფოლადი გამოიგონა ჰარი ბრერლიმ.

1920 : პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი - ვარშავის ბრძოლა იწყება, სადაც პოლონელებმა წითელი არმია დაამარცხეს.

1942 : უოლტ დისნეის მეხუთე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ბემბი“ პრემიერა.

1960 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.

1994 : მატარებლების შეჯახებას ქვემო ქართლში, ველი-გაჩიანის სარკინიგზო გადასარბენზე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2004 : ათენში გაიხსნა 28-ე ოლიმპიური თამაშები.

2004 : ადამ კურის შექმნილი კოდით იწყება პოდკასტინგი.

2008 : ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ და ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

2009 : მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა WASP-17b, პირველი ცნობილი პლანეტა რეტროგრადული ორბიტით.

2010 : ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკმა დაასრულა მსოფლიოში უდიდესი აქციების პირველადი განთავსება, საერთო ღირებულებით $22.1 მილიარდი.

ამ დღეს დაბადებულნი

1311 : ალფონსო XI — კასტილიის და ლეონის მეფე

1872 : ვილშტეტერი, რიხარდ — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1899 : ჰიჩკოკი, ალფრედ — ინგლისელი კინორეჟისორი (გ.1980)

1927 : კასტრო, ფიდელ — კუბელი პოლიტიკური მოღვაწე, დიქტატორი

1967 : ნოტომი, ამელი — ბელგიელი მწერალი.

1972 : ჰანჯოური, ჰანი — ტერორისტი, 11 სექტემბრის ერთ-ერთი მონაწილე

ამ დღეს გარდაცვლილნი

900 : ცვენტიბოლტი — ლოტარინგიის უკანასკნელი მეფე

1863 : ეჟენ დელაკრუა — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი (გ. 1863) (დ.1798)

1910 : ნაიტინგეილი, ფლორენს — ინგლისელი მედდა (დ.1820)

1913 : ბებელი, ავგუსტ — გერმანელი პოლიტიკოსი

1946 : უელზი, ჰერბერტ ჯორჯ — ინგლისელი მწერალი (დ.1866)

1953 : არაყიშვილი, დიმიტრი — ქართველი კომპოზიტორი

1994 : კანეტი, ელიას — მწერალი (დ.1905)

2010 : გვიდო დე მარკო — მალტის ექს-პრეზიდენტი და გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

არსენ ნინოწმინდელი

ევდოკიმე კაბადოკიელი

წმინდა ივლიტა (IV)

იოსებ არიმათიელი

აგრეთვე:

ცაციათა საერთაშორისო დღე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის