USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
Tbilisi
12 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

12 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 43-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 322 დღე (ნაკიან წელში - 323).

დღის მოვლენები

55 : რომის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ტიბერიუს კლაუდიუს კეისარ ბრიტანიკუსი გარდაიცვალა იდუმალებით მოცულ ვითარებაში, რამაც გზა გაუხსნა ნერონის იმპერატორობას.

1354 : სტრასლუნდის ხელშეკრულებით მოგვარდა სასაზღვრო უთანხმოება მეკლენბურგისა და პომერანიის საგრაფოებს შორის.

1502 : ვასკო და გამა ლისაბონიდან, პორტუგალია, გადის ინდოეთისკენ მეორე მოგზაურობაში.

1541 : სანტიაგო დე ჩილე დააფუძნა პედრო დე ვალდივიამ.

1719 : ნიდერლანდის უძველესი სადაზღვეო კომპანია Onderlinge van 1719 u.a. დაარსდა.

1733 : ინგლისელი ჯეიმზ ოგლთორპი აფუძნებს შეერთებული შტატების მე-13 კოლონიას - ჯორჯია, და მის პირველ ქალაქ სავანას (ჯორჯიის დღე).

1737 : ევროპის უძველესი მოქმედი ოპერის თეატრი სან კარლო გაიხსნა.

1771 : გუსტავ III შვედეთის მეფე გახდა, მას შემდეგ რაც მამამისმა ადოლფ ფრედერიკმა "საკუთარი თავი შეჭამა".

1818 : ბერნარდო ო'ჰიგინსმა ჩილეს დამოუკიდებლობას მოაწერა ხელი კონცეპციონთან.

1832 : ეკვადორმა გალაპაგოსის კუნძულები დაიპყრო.

1879 : ნიუ-იორკის მედისონ სქუერ გარდენში აშშ-ის პირველი ყინულის მოედანი გაიხსნა.

1912 : ჩინეთის ბოლო იმპერატორი ხუანტონი, მანჩუ ქინის დინასტიიდან, ტახტიდან გადადგა.

1912 : ჩინეთის რესპუბლიკა გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა.

1919 : უკრაინის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.

1924 : კელვინ კულიჯი პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც რადიოთი გამოვიდა სიტყვით.

1934 : ავსტრიის სამოქალაქო ომი დაიწყო.

1961 : საბჭოთა კავშირმა კოსმოსური ზონდი "ვენერა-1" გაუშვა ვენერის გამოსაკვლევად.

1990 : დუშანბეში, ტაჯიკეთი, მთავრობისა და ოპოზიციის მომხრეთა შორის უთანხმოების გამო სამოქალაქო ომი დაიწყო.

2002 : ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი დაიწყო იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გასასამართლებლად. მილოშევიჩი ოთხ წელიწადში გარდაიცვალა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე.

2008 : ციურიხის მუზეუმიდან მძარცველებმა გაიტაცეს იმპრესიონისტების ოთხი ფერწერული ტილო, რომელთა ღირებულება $160 მილიონს აღემატება (ნაძარცვს შვეიცარიის პოლიციამ ერთ კვირაში მიაგნო).

2010 : ოლიმპიურ თამაშებზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი.

2012 :

ზამბიის ფეხბურთელთა ნაკრები აფრიკის 2012 წლის ეროვნებათა თასის მფლობელი გახდა.

გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი თანამდებობიდან გადადგა.

2017 : ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს.

2019 : პრესპის შეთანხმების თანახმად მაკედონიას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.

2023 : კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოს ქრისტოდულიდისმა გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

41 : ბრიტანიკუსი — რომის იმპერატორის, კლავდიუსის ვაჟი

1746 : ტადეუშ კოსციუშკო — ლიტველ-პოლონელი ეროვნული გმირი

1768 : ფრანც II — საღვთო რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი (1792–1806) და ავსტრიის პირველი იმპერატორი (1804–1835)

1809 : ჩარლზ დარვინი — ინგლისელი ბუნებისმეტყველი.

1809 : აბრაამ ლინკოლნი — აშშ–ს სახელმწიფო მოღვაწე.

1812 : გიორგი ერისთავი — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი

1813 : ჯეიმზ დანა — ამერიკელი გეოლოგი

1813 : ოტო ლუდვიგი — გერმანელი მწერალი.

1844 : იოჰან ლაიდონერი — ესტონეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე

1850 : უილიამ მორის დეივისი — ამერიკელი გეოგრაფი და გეოლოგი.

1854 : სტეფან სტამბოლოვი — ბულგარელი რევოლუციონერი, პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი და მწერალი.

1866 : ეგე — სლოვაკი მწერალი.

1866 : შიო მღვიმელი — ქართველი საბავშვო პოეტი

1866 : ლევ შესტოვი — რუსი ფილოსოფოსი.

1876 : XIII დალაი ლამა

1879 : ხუან ესტებან მონტერო — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე.

1881 : აკაკი ჭანტურია — ქართველი მეცნიერი

1881 : ანა პავლოვა — რუსი ბალერინა.

1885 : იულიუს შტრაიხერი — გერმანელი პოლიტიკური და პარტიული მოღვაწე

1887 : ედელმირო ხულიან ფარელი — არგენტინელი გენერალი და პოლიტიკოსი.

1906 : ქრისტეფორე არეშიძე — ქართველი ქიმიკოსი.

1911 : კერბალ ო’დილი — ირლანდიელი პოლიტიკოსი.

1920 : ოთარ ანჯაფარიძე — ქართველი ვირუსოლოგი

1933 : კოსტა-გავრასი — ბერძნული წარმოშობის კინორეჟისორი.

1934 : ბილ რასელი — ბოსტონ სელტიქსის და აშშ ნაკრების პროფესეიონალური კალათბურთელი.

1935 : ჰრანტ მათევოსიანი — სომეხი მწერალი

1939 : რეი მანზარეკი — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, პროდიუსერი, პიანისტი, მწერალი.

1942 : ეჰუდ ბარაკი — ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

1942 : დონალდ რეიფილდი — ბრიტანელი თანამედროვე რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე

1948 : რეი კურცვაილი — ამერიკელი მეცნიერი

1950 : სტივ ჰეკეტი — ბრიტანელი კომპოზიტორი და გიტარისტი.

1955 : პაატა ბურჭულაძე — ოპერის მომღერალი

1958 : ვიქტორ ხლუსი — უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი.

1962 : ნანა იოსელიანი — ქართველი მოჭადრაკე

1968 : კრისტოფერ მაკ-კენდლესი — ამერიკელი მოხეტიალე

1969 : დარენ არონოფსკი — ამერიკელი კინორეჟისორი

1969 : ლელა წურწუმია — ქართველი პოპ-მომღერალი.

1979 : ჯესი სპენსერი — ავსტრალიელი მსახიობი და მუსიკოსი.

1980 : ხუან კარლოს ფერერო — ესპანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი,

1991 : გიორგი ბეგაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1993 : რაფაელ ალკანტარა — ბრაზილიელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1804 : კანტი, იმანუელ — გერმანელი ფილოსოფოსი.

1916 : დედეკინდი, რიხარდ იულიუს ვილჰელმ — გერმანელი მათემატიკოსი

1942 : ვუდი, გრანტ — ამერიკელი ფერმწერი

1981 : ატამანოვი, ლევ — საბჭოთა კინორეჟისორი

2010 : ნოდარ ქუმარიტაშვილი — ქართველი მოციგავე

2012 : ალექსი ჭინჭარაული — ქართველი ენათმეცნიერი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის ანტიპაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი

ღირსი ზენონი

თეოფილე ახალი

პეტრე ბულგარელი

წმინდა თეოდორე

 

region
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way