12 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
მესტიაში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურშიც, სადაც ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
+21 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღშიც, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.