USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
12 ივნისის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
თარიღი:  1849

♈ ვერძი

ზოგადი მოლოდინი: დღე დინამიკურად დაიწყება, თუმცა გაწონასწორებული მიდგომა საჭირო იქნება.
ჯანმრთელობა: ფიზიკური გადაღლა მოსალოდნელია. ერიდეთ ძალდატანებით ვარჯიშს.
ოჯახი: მცირე უთანხმოება შესაძლოა უფროს ნათესავებთან. მოთმინება გმართებთ.
ბიზნესი: დღე ხელსაყრელია სწრაფი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ფინანსურ შეთანხმებებზე პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ.
სიყვარული: რომანტიკული ურთიერთობები სტაბილურია, მაგრამ ინიციატივის გამოჩენა თქვენზეა დამოკიდებული.
კარიერა: შესაძლებელია ახალი ამოცანის მიღება, რაც თქვენი პროფესიული დისციპლინის გამოცდა იქნება.


♉ კურო

ზოგადი მოლოდინი: სტაბილური დღეა, თუმცა მოსალოდნელია უცაბედი ემოციური ცვლილებები.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კვებას – გადაჭარბებული შაქარი ან ცხიმიანი საკვები შესაძლოა შეგაწუხოთ.
ოჯახი: დღე ხელსაყრელია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.
ბიზნესი: ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდება, მაგრამ ახალი ინვესტიცია გადადეთ.
სიყვარული: ურთიერთობა სიღრმეს იძენს, თუ გულწრფელობა გამოიჩინეთ.
კარიერა: კონსერვატიული მიდგომა გამართლებულია. თავშეკავებულობა საქმეში დღეს თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.


♊ ტყუპები

ზოგადი მოლოდინი: მოსალოდნელია სოციალური დატვირთვა და კომუნიკაციური აქტივობა.
ჯანმრთელობა: ნერვული დაძაბულობა ყურადღებას მოითხოვს. დასვენების სწორი რეჟიმი აუცილებელია.
ოჯახი: სიურპრიზები შესაძლებელია – როგორც დადებითი, ისე მოსაფიქრებელი.
ბიზნესი: ახალი იდეების პრეზენტაცია წარმატებულად წარიმართება, თუ სიტყვიერად თავს კარგად წარმოაჩენთ.
სიყვარული: რომანტიკული ინტენსივობა გაიზრდება, თუმცა დროის გამონახვა გმართებთ.
კარიერა: შეგიძლიათ იყოთ მოლაპარაკებების წამყვანი – სიტყვა თქვენი იარაღია.


♋ კირჩხიბი

ზოგადი მოლოდინი: ემოციურად მგრძნობიარე დღეა, საჭირო იქნება შინაგანი ბალანსის პოვნა.
ჯანმრთელობა: ემოციური წნეხი მიგიყვანთ ფიზიკურ დაღლილობამდე. წყლის რეჟიმზე ყურადღება.
ოჯახი: სითბო და მხარდაჭერა ოჯახისგან გაძლიერებთ პოზიციებს.
ბიზნესი: პარტნიორული საქმიანობა ამ დღეს ხეირიანია.
სიყვარული: სენტიმენტალურობა გაძლიერდება, რაც სიახლეს შემოიტანს.
კარიერა: ინტუიცია დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


♌ ლომი

ზოგადი მოლოდინი: ლიდერული თვისებები წინა პლანზე გამოდის.
ჯანმრთელობა: ენერგია მაღალია, თუმცა უძილობამ შესაძლოა დაგასუსტოთ.
ოჯახი: შესაძლოა იყოს დაძაბულობა სიჯიუტის გამო. გაანეიტრალეთ ეგოიზმი.
ბიზნესი: კარგი დროა მენეჯმენტისთვის და თანამშრომლების მოტივაციისთვის.
სიყვარული: თუ გულწრფელობა გმართებთ – თქვით. თეატრალური ჟესტები კი შედეგს არ მოგიტანთ.
კარიერა: ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ – იმოქმედეთ პრინციპულად, მაგრამ გონივრულად.


♍ ქალწული

ზოგადი მოლოდინი: კრიტიკული აზროვნება დაგეხმარებათ პრობლემების თავიდან აცილებაში.
ჯანმრთელობა: გონებრივი გადატვირთვის ფონზე თავი შეიკავეთ ზედმეტი ანალიზისგან.
ოჯახი: სტაბილურობა და თანმიმდევრულობა დღეს ოჯახის წევრებისთვის დამამშვიდებელია.
ბიზნესი: დეტალებზე კონცენტრაციით შედეგი მიიღწევა, თუმცა არ დაიკარგოთ წვრილმანებში.
სიყვარული: იდეალური დროა ურთიერთობების ანალიზისთვის. ემოციას კი ზედმეტი კონტროლი არ სჭირდება.
კარიერა: კარგი დღეა არსებული პროექტების დახვეწისთვის.


♎ სასწორი

ზოგადი მოლოდინი: ჰარმონიის ძიება დღის მთავარ თემად იქცევა.
ჯანმრთელობა: მყარი ფიზიკური მდგომარეობა, თუმცა სტრესმა შეიძლება ენერგია წაგართვათ.
ოჯახი: საერთო გადაწყვეტილებების მიღება დღეს გამარტივდება.
ბიზნესი: კონსულტაციები და პარტნიორობა დიდ შედეგს მოგიტანთ.
სიყვარული: სასიყვარულო სფეროში გელით თავშეკავებული სიხარული – მეტი ლაპარაკი, ნაკლები იდეალიზმი.
კარიერა: არ გააკეთოთ უმტკივნეულოდ მოსალოდნელი კომპრომისები – მხოლოდ პრინციპების ფარგლებში იმოქმედეთ.


♏ მორიელი

ზოგადი მოლოდინი: ემოციურად ინტენსიური დღე, მნიშვნელოვანი დასკვნებისთვის.
ჯანმრთელობა: ფსიქიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი იქნება. ივარჯიშეთ სიფრთხილით.
ოჯახი: მოერიდეთ მანიპულაციას – გულწრფელობა მორიგების გასაღებია.
ბიზნესი: სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ნუ გადააჭარბებთ – სჯობს მოცდა.
სიყვარული: ვნებები ღრმა იქნება, თუმცა ეჭვიანობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
კარიერა: კონკურენცია გაძლიერდება – ინტუიცია და დაკვირვებულობა გადაგარჩენთ.


♐ მშვილდოსანი

ზოგადი მოლოდინი: იდეალისტური ხედვა და ოპტიმიზმი იკვეთება, თუმცა რეალობის გათვალისწინება საჭიროა.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა, თუ რისკს არ გადააჭარბებთ.
ოჯახი: საგანმანათლებლო თემებზე საუბარი ოჯახურ ურთიერთობებს გააღრმავებს.
ბიზნესი: გაფართოებაზე ფიქრი დღეს კარგია, რეალიზაცია კი შემდეგისთვის გადადეთ.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა ჰორიზონტზეა. მთავარია გულგახსნილობა და არა მოლოდინი.
კარიერა: იდეების დროა – კოლეგებთან იდეების გაზიარება სარგებელს მოგიტანთ.


♑ თხის რქა

ზოგადი მოლოდინი: დისციპლინა დღეს თქვენთვის ბუნებრივია და წარმატების გარანტია.
ჯანმრთელობა: ზედმეტი გადატვირთვა მოერიდეთ – დროის სწორი მენეჯმენტი გადაგარჩენთ.
ოჯახი: ოჯახური პასუხისმგებლობები შეიძლება დაგამძიმოთ, მაგრამ ღირსეულად გაუმკლავდებით.
ბიზნესი: სტაბილურობა გამორჩეულად გამაგრდა – დროა გრძელვადიან გეგმებზე იმუშაოთ.
სიყვარული: ემოციის გამოხატვა გაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას.
კარიერა: პრესტიჟული პროექტები და ავტორიტეტი თანდათან იზრდება. ნუ შეჩერდებით.


♒ მერწყული

ზოგადი მოლოდინი: არაორდინარული ხედვა და სიახლეებისკენ სწრაფვა თქვენს სტილშია.
ჯანმრთელობა: ტექნოლოგიური მოწყობილობების გადაჭარბებულად გამოყენებას ფიზიკური დაღლილობა მოჰყვება.
ოჯახი: იშვიათი შეხვედრები გააღრმავებს ემოციურ კავშირს ოჯახის წევრებთან.
ბიზნესი: არატრადიციული მიდგომა შესაძლოა შედეგიანიც იყოს – თუ სწორად წარმართავთ.
სიყვარული: სპონტანურობამ შეიძლება ურთიერთობაში ახალი იმპულსი შემოიტანოს.
კარიერა: დროა იდეები პრაქტიკაში გადაიტანოთ – სხვების თვალში ლიდერი ხართ.


♓ თევზები

ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია და არტისტულობა თქვენი დღის მთავარი რეზერვებია.
ჯანმრთელობა: ემოციური ამპლიტუდა გადაღლას იწვევს. დროულად დასვენება მნიშვნელოვანია.
ოჯახი: ქვეცნობიერ დონეზე ახლობლების ემოციური მდგომარეობა გაგრძნობინებთ.
ბიზნესი: სიზუსტე და სიფრთხილე – რომანტიზმის ნაცვლად, რაციო.
სიყვარული: მგრძნობელობა მაღალია, მაგრამ მგრძნობიარე თემებზე საუბარი გადადეთ.
კარიერა: შემოქმედებითი მიმართულებები წარმატებულად განვითარდება, თუ გულით მიჰყვებით.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.